დღეს - 05 ნოე
სტანდარტი
გაყიდვების მენეჯერი/HoReCa მიმართულება
თბილისი
ლუდსახარში ლუდო
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995555332592

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
  • საკუთარი ტრანსპორტი:კი (მსუბუქი ავტომობილი)
ლუდსახარში „ლუდო“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე HoReCa მიმართულებით

თუ ხარ შედეგზე ორიენტირებული, აქტიური და კომუნიკაბელური გაყიდვების პროფესიონალი, გიყვარს ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება შესაძლოა, სწორედ შენ გეძებდეთ!

პოზიციის მთავარი მიზანია HoReCa მიმართულებით გაყიდვების განვითარება, ახალი პარტნიორების მოზიდვა და ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების პორტფელის გაფართოება.

ძირითადი მოვალეობები:
  • ახალი პოტენციური კლიენტების/პარტნიორების მოძიება და მოზიდვა HoReCa სექტორში;
  • სასტუმროების, რესტორნების, ბარებისა და სხვა შესაბამისი ობიექტების იდენტიფიცირება და მათთან კომუნიკაცია;
  • ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების შეთავაზებების მომზადება და წარდგენა;
  • მოლაპარაკებების წარმოება პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან;
  • ახალი სავაჭრო ობიექტების განვითარება და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • არსებულ პარტნიორებთან გრძელვადიანი და ეფექტური ურთიერთობების შენარჩუნება;
  • ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი;
  • გაყიდვების გეგმებისა და დასახული მიზნების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • HoReCa მიმართულებით გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელი მოთხოვნაა;
  • ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • ახალი კლიენტების მოძიებისა და ბიზნეს-ურთიერთობების განვითარების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა -აუცილებელი;
  • საკუთარი ავტომობილი აუცილებელი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  • გაყიდვებზე მიბმულ დამატებით პროცენტს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • შესაძლებლობას, გახდე „ლუდოს“ გუნდის მნიშვნელოვანი წევრი და ხელი შეუწყო ბრენდის HoReCa მიმართულების განვითარებას.

ადგილმდებარეობა: თბილისი
პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი HoReCa

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV sallgakharia@gmail.com ან დამიკავშირდით: +995555332592 (სალომე)
შეუერთდი „ლუდოს“ გუნდს და ერთად შევქმნათ ახალი პარტნიორობები!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები