დღეს - 06 ნოე
სტანდარტი
პროექტების გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი, ვერა, კოსტავას ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მენეჯმენტი გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მენეჯმენტი
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული,ინგლისური
Oxford School Georgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პროექტების გაყიდვების სპეციალისტი

ორგანიზაცია: Oxford School Georgia
პოზიცია: პროექტების გაყიდვების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას ქ. 47
სამუშაო საათები: 11:00–19:00
დასაქმების ტიპი: სრული

პოზიციის შესახებ
ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება Oxford School Georgia-ს საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პროექტების გაყიდვაზე.
ჩვენთვის ეს პოზიცია მხოლოდ კლიენტებთან კომუნიკაციას არ გულისხმობს. გვჭირდება ადამიანი, რომელიც აიღებს კონკრეტულ პროექტს, გაიაზრებს მის მიზნობრივ აუდიტორიას, დაგეგმავს გაყიდვების პროცესს, მოიძიებს პოტენციურ მონაწილეებს/კლიენტებს, დაამყარებს კომუნიკაციას, მართავს ლიდებს დასაბოლოო შედეგამდე მიიყვანს გაყიდვას.
სპეციალისტი იმუშავებს როგორც ორგანიზაციის მიმდინარე პროგრამებზე, ისე ახალ პროექტებზე დაჩართული იქნება მათი კომერციული მიმართულების განვითარებაში.

ძირითადი მოვალეობები
  • Oxford School Georgia-ს საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების გაყიდვა;
  • კონკრეტულ პროექტებზე გაყიდვების პროცესის დაგეგმვა და მართვა;
  • პოტენციური მომხმარებლების/მონაწილეების მოძიება და ახალი ლიდების გენერირება;
  • შემოსულ ლიდებთან დროული კომუნიკაცია და მათი გაყიდვაში გადაყვანა;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელებით, ელფოსტითა და სხვა არხებით;
  • პროგრამების, მათი ღირებულებისა და უპირატესობების სწორად წარდგენა;
  • დაინტერესებული პირების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროგრამის შეთავაზება;
  • გაყიდვების funnel-ის მართვა - პირველი კონტაქტიდან რეგისტრაციამდე/შეძენამდე;
  • არსებული კლიენტების follow-up და გაყიდვის პროცესის ბოლომდე მიყვანა;
  • გაყიდვების შედეგების აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშგება;
  • გაყიდვების მონაცემების ანალიზი და გაუმჯობესების გზების შეთავაზება;
  • სხვადასხვა პროექტისთვის გაყიდვების ახალი არხებისა და შესაძლებლობების მოძიება;
  • საჭიროების შემთხვევაში, პარტნიორებთან, სკოლებთან, კომპანიებთან და სხვა ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
  • პროექტების ღონისძიებებსა და შეხვედრებში ჩართულობა;
  • მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა კამპანიების დაგეგმვისა და გაყიდვებში გარდაქმნის მიზნით;
  • პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეებთან კომუნიკაციისა და გაყიდვების პროცესის კოორდინაცია;
  • პროექტის კომერციულ შედეგზე პასუხისმგებლობის აღება.

რას ველით კანდიდატისგან
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც:
  • აქვს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ან ძლიერი ინტერესი გაყიდვების მიმართულებით;
  • შეუძლია ადამიანებთან მარტივად და დამაჯერებლად კომუნიკაცია;
  • აქვს ძლიერი მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  • არის შედეგზე ორიენტირებული და მოტივირებული გაყიდვების შესრულებით;
  • შეუძლია დამოუკიდებლად დაგეგმოს სამუშაო და მართოს რამდენიმე პროექტი/ამოცანა;
  • არ ელის მხოლოდ შემოსულ კლიენტებს და თავადაც ეძებს გაყიდვის შესაძლებლობებს;
  • კარგად ესმის მომხმარებლის საჭიროება დაშეუძლია შესაბამისი შეთავაზების გაკეთება;
  • არის ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი;
  • შეუძლია follow-up-ის სისტემურად მართვა;
  • აქვს ანალიტიკური აზროვნება და შედეგების შეფასების უნარი;
  • შეუძლია გუნდთან თანამშრომლობა, თუმცა დამოუკიდებლად მუშაობაც კომფორტულად გამოსდის;
  • ფლობს ქართულ ენას მაღალ დონეზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება
  • საგანმანათლებლო სფეროში გაყიდვების გამოცდილება;
  • B2C ან B2B გაყიდვების გამოცდილება;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის საბაზისო ცოდნა;
  • ლიდების მართვისა და გაყიდვების funnel-ისგამოცდილება;
  • ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროექტების გაყიდვების გამოცდილება.

რას მიიღებს კანდიდატი
Oxford School Georgia-ში მუშაობისას კანდიდატს ექნება შესაძლებლობა:
  • იმუშაოს საერთაშორისო მიმართულების საგანმანათლებლო პროექტებზე;
  • მიიღოს გამოცდილება სხვადასხვა ტიპი სპროექტის გაყიდვაში;
  • იმუშაოს მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან ერთად;
  • ჩაერთოს საერთაშორისო პროფესიონალებთან, კომპანიებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაციაში;
  • განავითაროს გაყიდვების, მოლაპარაკებისა და პროექტების მართვის უნარები;
  • იმუშაოს რეალურ, მასშტაბურ საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტებზე;
  • მიიღოს პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
  • საუკეთესო შედეგების შემთხვევაში, ჰქონდეს ორგანიზაციაში კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

ანაზღაურება:
ფიქსირებული ანაზღაურება + შედეგზე/გაყიდვებზე დაფუძნებული ბონუსური სისტემა.
ანაზღაურების დეტალები განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების მიხედვით.

განაცხადისთვის
დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდაგამოაგზავნოს:
  • CV;
  • გაყიდვების გამოცდილების/შედეგების აღწერა- არსებობის შემთხვევაში;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: infooxfordshcool@gmail.com
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები