დღეს - 07 ნოე
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
სს "თიბისი“ აცხადებს ვაკანსიას: ექსპატ სტუდენტების ონბორდინგის სპეციალისტი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
გახდი თიბისის წარმომადგენელი უნივერსიტეტში
იმუშავე კონკრეტულ უნივერსიტეტში, თიბისისთვის გამოყოფილ სპეციალურ სივრცეში და დაეხმარე არარეზიდენტ სტუდენტებს საბანკო მომსახურების მიღებაში - პირველი კომუნიკაციიდან სრულ ონბორდინგამდე.
შენი მთავარი როლი:
- არარეზიდენტ სტუდენტებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების გაცნობა და თიბისის პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება;
- პოტენციური კლიენტების მოზიდვა და იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის განხორციელება;
- საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღება, გადამოწმება, აღრიცხვა და შესაბამისი პროცედურების დაცვა;
- სტუდენტების სისტემებსა და ციფრულ არხებში რეგისტრაციისა და სრული ონბორდინგის მხარდაჭერა, მათ შორის საბანკო ანგარიშისა და ბარათის შეკვეთის პროცესში დახმარება;
- კლიენტების მონაცემების განახლება, საჭირო საკითხების შესაბამის გუნდებთან ესკალაცია და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტა
რას გთავაზობთ?
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- საჭირო გადამზადებასა და პროფესიულ მხარდაჭერას;
- რეალურ სამუშაო გამოცდილებას თანამედროვე საბანკო და ტექნოლოგიურ გარემოში;
- კონკურენტულ და ზრდად ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, სპეციალურ შეთავაზებებს, „თიბისელების“ ფონდსა და სხვა ბენეფიტებს;
- მუდმივი სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
თუ გინდა იმუშაო დინამიკურ და მრავალეროვან გარემოში, ყოველდღიურად შეხვდე სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს და მიიღო გამოცდილება, რომელიც კარიერულ განვითარებაში დაგეხმარება - შემოგვიერთდი თიბისის გუნდში.
კვალიფიკაცია
შენთან ერთად გვინდა მუშაობა, თუ:
- გაქვს უმაღლესი განათლება ან ამჟამად სწავლობ უნივერსიტეტში;
- ფლობ ინგლისურ ენას კარგ დონეზე; დამატებითი უცხო ენის ცოდნა უპირატესობაა;
- გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მარტივად ამყარებ კომუნიკაციას;
- სწრაფად სწავლობ, გსიამოვნებს ახალი ცოდნის მიღება და შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა;
- შეგიძლია პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრა;
- გაინტერესებს ფინანსები, ტექნოლოგიები და თანამედროვე საბანკო გარემო.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/CgqNJ
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
