დღეს - 11 ნოე
სტანდარტი
ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 800
    (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
ელექტრო ინსტრუმენტებისა და დანადგარების წამყვანი სავაჭრო ცენტრი Techno Mall აცხადებსვაკანსიას ონლაინ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე — ნახევარი განაკვეთით.


ვეძებთ კომუნიკაბელურ, სწრაფ და გაყიდვებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ არხებიდან შემოსული მომხმარებლების ხარისხიან მომსახურებას და დაინტერესების რეალურ გაყიდვად გარდაქმნას.

ძირითადი მოვალეობები:
  • Facebook, Instagram, WhatsApp და სხვა ონლაინ არხებიდან შემოსულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  • შემომავალ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის კონსულტაცია;
  • მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
  • პროდუქციის მახასიათებლების, ფასებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ონლაინ შეკვეთების მიღება და დამუშავება;
  • მომხმარებლისთვის დამატებითი და ალტერნატიული პროდუქციის შეთავაზება;
  • დაინტერესებულ მომხმარებლებთან Follow-up კომუნიკაცია და გაყიდვის დასრულება;
  • ონლაინ გაყიდვების ზრდაზე მუშაობა.

სამუშაო გრაფიკი:
დღეგამოშვებით - თვეში 15 სამუშაო დღე.
სამუშაო საათები: 09:30 – 20:00.

ანაზღაურება:
  • ფიქსირებული: 800₾ NET;
  • გაყიდვების ბონუსი: პირადი გაყიდვების 0.5% (Gross);
  • ამანათი: თითოეულ დამუშავებულ/გაგზავნილ ამანათზე 1 ₾.

მოთხოვნები:
  • კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელთან სწრაფი და ეფექტური ონლაინ კომუნიკაცია;
  • გაყიდვებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • Facebook, Instagram, WhatsApp და სხვა საკომუნიკაციო არხებთან მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ელექტრო ინსტრუმენტებისა და ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი ბენეფიტი:
  • Element Fitness-ის აბონემენტზე 20%-იანი ფასდაკლება.
  • ეს პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს კვირის ძირითად ნაწილში
  • თავისუფალი გრაფიკის შენარჩუნება და ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად საკუთარი
  • გაყიდვების შედეგებით დამატებითი შემოსავლის მიღება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელფოსტაზე: info@technomall.ge
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები