დღეს - 22 ოქტ
სტანდარტი
PR ხელმძღვანელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruitment13@hh.ge
ტელეფონი: +995 577 25 24 67
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR), ბრენდის იდენტობის განვითარება, მარკეტინგული კომუნიკაციები, B2C მარკეტინგი - ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება
კომერციული უძრავი ქონება, უძრავი ქონება, საცხოვრებელი უძრავი ქონება, სხვა უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 4-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR), ბრენდის იდენტობის განვითარება, მარკეტინგული კომუნიკაციები, B2C მარკეტინგი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი,უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას PR ხელმძღვანელის პოზიციაზე, თბილისში, უძრავი ქონების მიმართულებით მოღვაწე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოთხოვნები:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიარეთ რეზიუმე: recruitment13@hh.ge
ძირითადი მოვალეობები:
- ჯგუფში შემავალი კომპანიების PR / კორპორაციული კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- თითოეული კომპანიის სპეციფიკის გათვალისწინებით საკომუნიკაციო გეგმების განსაზღვრა და მათი შესრულების კოორდინაცია;
- ჯგუფისა და მასში შემავალი კომპანიების პოზიციონირებაზე, რეპუტაციასა და ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა;
- კომპანიების ძირითადი საკომუნიკაციო მესიჯების ჩამოყალიბება და სხვადასხვა არხში მათი თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა;
- მედიასთან ურთიერთობის მართვა, პრესრელიზების, განცხადებების, ინტერვიუებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადება;
- კომპანიის წარმომადგენლების საჯარო გამოსვლების, ინტერვიუებისა და მედია აქტივობების კოორდინაცია;
- მენეჯმენტისთვის კორპორაციული და ბიზნეს პრეზენტაციების მომზადება, მათ შორის კომპანიის, მიმდინარე და სამომავლო პროექტების, ბიზნეს შედეგებისა და განვითარების გეგმების შესახებ;
- საჭიროების შემთხვევაში მენეჯმენტთან ერთად ინვესტორებთან, ბიზნეს პარტნიორებთან და სხვა მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებში მონაწილეობა;
- შეხვედრებისთვის პრეზენტაციების, ძირითადი მესიჯების, სასაუბრო თემებისა და სხვა საჭირო მასალების მომზადება;
- PR კამპანიების, კორპორაციული ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და სხვა საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და ჩართულობა;
- PR და საკომუნიკაციო სააგენტოებთან, მედიასთან, პარტნიორებთან და სხვა გარე მხარეებთან ურთიერთობის მართვა;
- კრიზისული კომუნიკაციის პროცესის დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობა;
- მედია გაშუქებისა და საკომუნიკაციო აქტივობების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგება მენეჯმენტისთვის;
- PR მიმართულების ბიუჯეტის დაგეგმვასა და კონტროლში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია მარკეტინგის, PR / კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის მიმართულებები)
- PR მენეჯერად მუშაობის 4-5 წლიანი გამოცდილება (სასურველია ჰოლდინგურ კომპანიაში)
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიარეთ რეზიუმე: recruitment13@hh.ge
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი,
საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR),
ბრენდის იდენტობის განვითარება,
მარკეტინგული კომუნიკაციები,
B2C მარკეტინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები
