შემდეგი
დღეს - 10 ნოე
ვიპ
B2B გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr.m.basiladze@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და ენერგიულ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს, ითავებს გაყიდვების სრულ ციკლს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კომპანიის ბაზარზე პოზიციონირებასა და განვითარებაში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი B2B კლიენტების აქტიური მოძიება, მოზიდვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება
- სამიზნე კლიენტებთან მუშაობა, მათ შორის: საპროექტო ორგანიზაციებთან, სამონტაჟო კომპანიებთან, დეველოპერებთან, სამშენებლო და საინჟინრო ორგანიზაციებთან
- მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული შეთავაზებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა — პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების საბოლოო შესრულებამდე
- კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების მიმართ სტაბილური ინტერესის შენარჩუნება და ბაზარზე ცნობადობის გაზრდა
- ინდივიდუალური და გუნდური გაყიდვების გეგმების შესრულება, შედეგების სისტემატური ანალიზი და რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება B2B სექტორში
- სასურველია გამოცდილება HVAC (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება), საინჟინრო სისტემების ან ტექნიკური აღჭურვილობის გაყიდვებში
- HVAC ან საინჟინრო ტექნიკის ბაზრის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
- მოლაპარაკებების წარმოების პრაქტიკული გამოცდილება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან (Top Management / C-Level) ეფექტური კომუნიკაციისა და მუშაობის უნარი
- კომერციული შეთავაზებების, ხელშეკრულებების მომზადებისა და კლიენტთან კომუნიკაციის მართვის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა
- FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად
რას გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით
- პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სატივის ქუჩა #2
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr.m.basiladze@gmail.com
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები