დღეს - 10 ნოე
სტანდარტი
უსაფრთხოების მენეჯერი
თბილისი, ზაჰესი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@gcco.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
უსაფრთხოების სისტემის მონტაჟი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამშენებლო
უსაფრთხოების სისტემის მონტაჟი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
შპს „ჯორჯიან ბეტონ კომპანი“ გახლავთ მსოფლიო ბაზარზე ბეტონის წარმოებისა და რეალიზაციის ფრანგულ შვეიცარიული კომპანია „LAFARGE HOLCIM”-ის წარმომადგენლობა საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოო ტერიტორიის რეგულარული შემოვლა,
- სამუშაო პროცესების მონიტორინგი და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
- სამუშაო ადგილზე გამოვლენილი საფრთხეების, დარღვევებისა და ინციდენტების დაფიქსირება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარება;
- მძღოლებისა და ვიზიტორებისთვის პირველადი უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარება;
- მიმდინარე სამუშაო პროცესებისა და გამოვლენილი რისკების შესახებ პერიოდული ანგარიშებისა და მოხსენებების მომზადება;
- მომუშავე თანამშრომლებისთვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (პერსონალური დამცავი აღჭურვილობის) გაცემა და მათი სწორად გამოყენების კონტროლი;
- სამუშაო პროცესებზე დაკვირვება და უსაფრთხოების მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის კონტროლი;
- დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი აქტის შედგენა და მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
- საწარმოო ტერიტორიაზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებების მდგომარეობისა და ხელმისაწვდომობის მონიტორინგი;
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
- კონფიდენციალურობისა და ორგანიზაციის კორპორაციული ღირებულებების დაცვა;
- ორგანიზაციის შინაგანაწესისა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება;
- სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის ხელშეწყობა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სათანადო აღრიცხვაზე, გაცემასა და შენახვის წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა;
- გამოვლენილი საფრთხეებისა და დარღვევების შესახებ შესაბამისი პირების დროული ინფორმირება;
- შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით;
- შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო სფეროში ან საწარმოო გარემოში, განსაკუთრებით ბეტონის ქარხანაში, მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- შრომის უსაფრთხოების მოქმედი სერტიფიკატის ფლობა; (ვადა მინ 1 წელი)
- შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციასთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS Word, Excel და სხვა) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემების დროულად გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
- თანამშრომლებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზაჰესი, ბეტონის ქარხანა.
სამუშაო დრო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 სთ;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gcco.ge და დანიშნულებაში მიუთითეთ უსაფრთხოების მენეჯერი.
სამშენებლო
უსაფრთხოების სისტემის მონტაჟი
ნახვები
უნიკალური ნახვები