დღეს - 14 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
სხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
თიბისის სტაჟირების პროგრამა - იურიდიული მიმართულება
თიბისის სტაჟირების პროგრამა დაიწყო - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!
ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული, II კურსელი (სამწლიანი პროგრამა)
ფორმატი: ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 14 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტ;
შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკ
სტაჟირების დასაწყისი: 2027 წლის იანვარი
მიიღე პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესის სამართლებრივ მხარდაჭერასა და დოკუმენტაციის მართვაში.
ჩვენი გუნდი კორპორატიული ბიზნესის სამართლებრივ მხარდაჭერასა და საკრედიტო პროცესებზე მუშაობს. ვამზადებთ სამართლებრივ დოკუმენტებს, ვაკონტროლებთ საკრედიტო ხელშეკრულებების ადმინისტრირებას, ვაანალიზებთ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას და ვზრუნავთ, რომ ყველა პროცესი კანონმდებლობასა და ბანკის სტანდარტებს შეესაბამებოდეს.
ვის ვეძებთ?
ვეძებთ დამწყებ იურისტს, რომელიც დოკუმენტებთან ყურადღებით მუშაობს, საკითხების სიღრმისეულად გაანალიზება უყვარს და ამ მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება სურს.
რას გააკეთებ?
- დაეხმარები გუნდს კლიენტებისგან მიღებული და საჯარო წყაროებიდან მოპოვებული სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ანალიზში;
- ჩაერთვები მარტივი შინაარსის სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში;
- მონაწილეობას მიიღებ საკრედიტო დოკუმენტაციის ხელმოწერის პროცესის ორგანიზებასა და ფაილინგში;
- იმუშავებ საკრედიტო პროდუქტების პროგრამულ რეგისტრაციასა და ცვლილებებზე.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
- ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული იურიდიული მიმართულებით;
- ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე;
- ფლობ MS Office პროგრამებს — Excel, Word, PowerPoint — მაღალ დონეზე;
- გაქვს ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარები;
- ხარ გუნდური მოთამაშე და დეტალებზე ორიენტირებული.
მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: თიბისის სტაჟირების პროგრამა |
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/C4ttD
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
