დღეს - 14 ნოე
ვიპ
ელექტრო ინჟინერი / სადგურის ოპერატორი
მარნეულის მუნიციპალიტეტი, მარნეული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია ელექტრო ინჟინერია ენერგეტიკა ქვესადგურის ოპერირება
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება განახლებადი ენერგიები და გარემო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ინჟინერია ელექტრო ინჟინერია
    ენერგეტიკა ქვესადგურის ოპერირება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    წარმოება განახლებადი ენერგიები და გარემო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული
ბრაით ენერჯი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ელექტრო ინჟინერი — სადგურის ოპერატორი

კომპანია: შპს ბრაით ენერჯი (Bright Energy LLC)
მდებარეობა: მარნეული (ქვემო ქართლის მზის ელექტროსადგური)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი / ცვლებში
კატეგორია: ენერგეტიკა / ინჟინერია

პოზიციის მიზანი:
შპს ბრაით ენერჯი ეძებს კვალიფიციურ, მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ელექტრო ინჟინერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს სადგურის ოპერატორის პოზიციაზე ქვემო ქართლის მზის ელექტროსადგურზე. კანდიდატის მთავარი ამოცანა იქნება ელექტროსადგურის უწყვეტი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, მუდმივი ტექნიკური მონიტორინგი და პროცესების ოპტიმიზაცია.

ძირითადი მოვალეობები:
  • მზის ელექტროსადგურის მუშაობის მუდმივი მონიტორინგი და ოპერატიული მართვა;
  • ელექტრო და საკონტროლო სისტემების გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური პარამეტრების რეგულარული შემოწმება, ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტაციის/ჩანაწერების წარმოება;
  • ავარიული და არასტანდარტული შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და ოპერატიული რეაგირება;
  • პრევენციული (გეგმური) და მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა და შესრულება;
  • მჭიდრო თანამშრომლობა ტექნიკურ ჯგუფთან, ინჟინრებთან და ზედამხედველებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის, ენერგეტიკის ან მასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დარგში;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია ენერგეტიკის ან განახლებადი ენერგიების სექტორში);
  • ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზებისა და სქემების წაკითხვისა და შედგენის უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების საინჟინრო/სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისა და პრობლემების ანალიზის უნარი.

რას გთავაზობთ:
  • კონკურენტულ და კვალიფიკაციაზე დაფუძნებულ ანაზღაურებას;
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს დინამიურ და მზარდ კომპანიაში;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: giorgi.nakashidze@acharenergy.com
ინჟინერია
ელექტრო ინჟინერია
ენერგეტიკა
ქვესადგურის ოპერირება
ნახვები
უნიკალური ნახვები