დღეს - 14 ნოე
სტანდარტი
გაყიდვების კონსულტანტი-მანგო-სითი მოლი / ნახევარი განაკვეთი
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 750(+ ბონუსი 300 )
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება
- ენები: ქართული
AFG Retail Georgia AFG International Company-ის ნაწილია, რომელიც ადრე Cenomi Retail-ის სახელით ოპერირებდა ბაზარზე. კომპანია საქართველოში საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია და მოდის, სილამაზის, ცხოვრების სტილისა და სხვა მიმართულებებით მომხმარებლებს მსოფლიო ბრენდების ფართო არჩევანს სთავაზობს.
კომპანიის პორტფელში შედის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol და KIKO Milano. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით 60-მდე მაღაზიას აერთიანებს.
AFG Retail-ის გლობალური ქსელი 8 ბაზარზე 700-ზე მეტ მაღაზიას მოიცავს და 38 საერთაშორისო ბრენდს აერთიანებს. 7 500-ზე მეტი თანამშრომლის დახმარებით, კომპანია მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ, მრავალარხიან სავაჭრო გამოცდილებას სთავაზობს, როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ციფრული არხების მეშვეობით.
AFG რითეილ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების კონსულტანტი-მანგო-სითი მოლი (ნახევარი განაკვეთი)
სამუშაო განაკვეთი:
სამუშაო საათები: კვირაში 30 საათი ( 2 დღე დასვენება);
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 750 ლარი +300 ლარი ბონუსი.
რას გააკეთებ:
- შეისწავლი მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლებლებს;
- მომხმარებლებს გაუწევ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას;
- ჩართული იქნები მღაზიაში განთავსებული პროდუქციის გაყიდვაში;
- განახორციელებ მაღაზიაში არსებული პროდუქციის განლაგებას და მერჩენდაიზინგს.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას (ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში);
- სხვადასხვა შიდა აქტივობებს: შიდა კლუბები: ფეხბურთი, პადელი და სხვა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/7rQAPIre
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
