დღეს - 17 ნოე
ვიპ
საწყობის სპეციალისტი
თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: gcjobs@gc.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1800
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია „ჯორჯიან ქარდი“ ეძებს საწყობის სპეციალისტს.
ძირითადი მოვალეობები
- სხვადასხვა ინვენტარის ( POS-ტერმინალების და მასთან დაკავშირებული აქსესუარების) მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და გაცემა;
- საწყობში არსებული მარაგების აღრიცხვა, ნაშთების კონტროლი და მონაცემების სასაწყობე პროგრამაში დროული ასახვა;
- მოთხოვნის შესაბამისად POS-ტერმინალების და მასთან დაკავშირებული მოძიება და დაკომპლექტება;
- საწყობში არსებული ინვენტარის პერიოდული ინვენტარიზაცია და ფაქტობრივ და პროგრამულ ნაშთებს შორის სხვაობების გამოვლენა;
- ინვენტარის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით განთავსება და შენახვის წესების დაცვა;
- ტექნიკური თანამშრომლებისთვის საჭირო ინვენტარის დროული გადაცემა და დაბრუნებული ინვენტარის მიღება-აღრიცხვა;
- საწყობის ორგანიზებულობისა და მარაგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, ცოდნა;
- სასურველია საწყობის მართვის, მარაგების აღრიცხვის ან ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- მონაცემების დამუშავებისა და შეუსაბამობების გამოვლენის უნარი;
- დაკისრებული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი.
პიროვნული უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა, სიზუსტე და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა
ანაზღაურება: 1800( Gross)
ლოკაცია: თბილისი, ბელიაშვილის 53
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე gcjobs@gc.ge და სათაურში მიუთითეთ „საწყობის სპეციალისტი“
გისურვებთ წარმატებებს!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
