დღეს - 06 ნოე
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი
HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) მონტაჟი და შეკეთება სამშენებლო HVAC მონტაჟი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):შეკეთება / მონტაჟი
HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) მონტაჟი და შეკეთება სამშენებლოHVAC მონტაჟი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
‘’არქი’’-ში ვეძებთ HVAC ინჟინერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
ძირითადი ფუნქციები:
- საპროექტო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი HVAC (გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების) საპროექტო ნახაზების, ანგარიშებისა და გამოთვლების განხილვა და შესაბამისობის დადასტურება;
- პროექტების ტექნიკურ დავალებასთან, ადგილობრივ სამშენებლო ნორმებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან (მაგ. ASHRAE, Eurovent) შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პროექტირების ეტაპზე ხარჯეფექტური ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
- პროექტში ჩართულ მომიჯნავე დისციპლინებთან კოორდინაცია საპროექტო კოლიზიების აღმოფხვრისა და საინჟინრო კომუნიკაციების სივრცითი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად;
- პროექტის განხილვის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და ტექნიკური შენიშვნებისა და კომენტარების მომზადება;
- ტექნიკურ განხილვებში მონაწილეობა და შესყიდვების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერა;
- ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ წარმოდგენილი სამუშაო ნახაზების, მასალების დამტკიცების ფორმებისა და სამუშაოების შესრულების მეთოდოლოგიის განხილვა;
- ობიექტზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების მონიტორინგი დამტკიცებულ ნახაზებთან და დამკვეთის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
- HVAC სისტემების სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების გამოცდის, ჰაერის ხარჯის რეგულირების, წნევაზე შემოწმებისა და სატესტო გაშვების პროცესების ზედამხედველობა.
- სისტემატიური ვიზიტები ობიექტებზე და ანგარიშგება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- ადგილობრივი სამშენებლო ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების (მაგ. ASHRAE, Eurovent) ცოდნა;
- HVAC სისტემების ჰიდრავლიკური, აეროდინამიკური და სითბური გამოთვლების პრინციპების ცოდნა;
- საპროექტო და საინჟინრო პორგრამების (AutoCAD, Revit MEP) პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
შეკეთება / მონტაჟი
HVAC (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება) მონტაჟი და შეკეთება
სამშენებლო
HVAC მონტაჟი
ნახვები
უნიკალური ნახვები
