დღეს - 20 ნოე
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
აღრიცხვა, მარაგების მართვა/აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1700
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
აღრიცხვა, მარაგების მართვა/აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
სამშენებლო მასალები - განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც 2015 წლიდან აწარმოებს პოლიურეთანის სენდვიჩპანელებს და საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოების სფეროში ლიდერის პოზიციას იკავებს.
კომპანია მუდმივად ვითარდება, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, აფართოებს საწარმოო შესაძლებლობებს და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციასა და მომსახურებას.
ჩვენი წარმატების საფუძველი პროფესიონალი და მოტივირებული გუნდია. ვქმნით სტაბილურ სამუშაო გარემოს და ხელს ვუწყობთ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.
შემოუერთდი „პანექსის“ გუნდს და გახდი თანამედროვე ინდუსტრიული წარმოების განვითარების ნაწილი!
კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელების მწარმოებელი კომპანია სს „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების აღრიცხვისა და დაგეგმვის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. რუსთავში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწარმოო პროცესისთვის საჭირო ნედლეულისა და მასალების რაოდენობის დაგეგმვაში მონაწილეობა;
- წარმოებაში გამოყენებული ნედლეულისა და სახარჯი მასალების მოძრაობის მონიტორინგი და აღრიცხვა;
- წარმოების ოპერაციებისა და ფაქტობრივად გამოყენებული ნედლეულის აღრიცხვა;
- ფაქტობრივი დანახარჯების დადგენილ ნორმატივებთან შედარება და გადახრების გამოვლენა;
- მასალების ჩამოწერისთვის საჭირო მონაცემებისა და შესაბამისი აქტების მომზადება;
- ნედლეულისა და სახარჯი მასალების პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
- კლიენტებისთვის გადაცემული პროდუქციის რაოდენობრივი აღრიცხვა და შესაბამის დოკუმენტაციასთან გადამოწმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება — სასურველია ტექნიკური, საინჟინრო, ეკონომიკური ან ფინანსური მიმართულებით;
- საწარმოო, სააღრიცხვო, დაგეგმვის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
- მონაცემების დამუშავების, ანგარიშგების მომზადებისა და ანალიზის უნარი;
- მასალების ხარჯვის ნორმატივებთან მუშაობის ცოდნა ან შესაბამისი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- 1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საწარმოო ან სასაწყობე აღრიცხვის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული და პროფესიული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მონაცემებთან და ციფრებთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება: 1 700 ლარი (ხელზე ასაღები);
ბენეფიტი: კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა;
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბილისი–წითელი ხიდის გზატკეცილის მე-17 კმ;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/d6bR82Tc
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
აღრიცხვა,
მარაგების მართვა/აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
