დღეს - 19 ნოე
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი, საკრედიტო ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 0-დან 1 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი, საკრედიტო ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება
- ენები: ინგლისური,რუსული
სს "თიბისი" აცხადებს ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი (მცირე და საშუალო სესხები) - ბათუმის ფილიალი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად
თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.
ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს.
სამუშაოს აღწერა
შენ, როგორც ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი:
- მოიძიებ პოტენციურ მსესხებლებს მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტში;
- მიიღებ საკრედიტო განაცხადებს და დაამუშავებ პროექტებს;
- გააკონტროლებ საკრედიტო პორტფელს;
- შეასრულებ საკრედიტო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მოვალეობებს.
კვალიფიკაცია
- აუცილებელია მიკრო სესხების მიმართულებით მინ. 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება
- Microsoft Office-ის ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
- ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება
- ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი
- გაქვს ფინანსური ანალიზის უნარი და ხარ პასუხისმგებლიანი
- მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს
- გაქვს ლოგიკური აზროვნება
- დამარწმუნებელი კომუნიკაცია
- გუნდურად მუშაობის უნარი
- სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
- საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი,
საკრედიტო ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
