დღეს - 20 ნოე
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ციფრული მარკეტინგი - ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული
აზროვნების ცენტრები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 4 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ციფრული მარკეტინგი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):არაკომერციული
აზროვნების ცენტრები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
შპს „თენექსი" (10X Professional Educational College) არის სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც სტუდენტებს პრაქტიკაზე ორიენტირებულ განათლებას სთავაზობს. ვფართოვდებით და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც კოლეჯის ციფრულ კომუნიკაციასა და ბრენდის განვითარებას წარმართავს.
პოზიციის აღწერა
ვეძებთ გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ და სტრატეგიულად მოაზროვნე მარკეტერს (Senior Digital Marketer), რომელიც უზრუნველყოფს კოლეჯის ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებას, სარეკლამო კამპანიების მართვასა და ბრენდის ცნობადობის ზრდას. გამოცდილი სპეციალისტი ჩაერთვება უკვე არსებულ პროცესებში და მათ მუდმივ, გეგმაზომიერ სისტემად აქცევს.
ძირითადი მოვალეობები
- მარკეტინგული სტრატეგია და დაგეგმვა: კოლეჯის ციფრული მარკეტინგული სტრატეგიისა და კონტენტ-გეგმის შემუშავება, წლის განმავლობაში განსახორციელებელი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ბრენდის იმიჯზე ზრუნვა კოლეჯის არსებული გვერდების მასშტაბით
- სარეკლამო კამპანიების მართვა: Meta Ads Manager-ში (Facebook/Instagram) და Google Ads-ში ფასიანი სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება, A/B ტესტირება, ოპტიმიზაცია და ბიუჯეტის ეფექტური გადანაწილება, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაცია
- გუნდთან კომუნიკაცია და მართვა: გადამღებ გუნდთან, დიზაინერებთან და ქოფირაითერებთან თანამშრომლობა, მათთვის მკაფიო ბრიფების მომზადება, პროცესის კოორდინაცია და ხარისხის კონტროლი
- ვიდეო და ვიზუალური კონტენტის კონცეფცია: საიმიჯო და სარეკლამო ვიდეორგოლებისა და ვიზუალების იდეების გენერირება, გადაღებების კონცეფციის შემუშავება და წარმოების პროცესის მართვა
- ანალიტიკა და რეპორტინგი: სარეკლამო კამპანიების შედეგების სიღრმისეული ანალიზი (KPIs, CPL, Conversion Rate, ROI/ROAS, Reach, Engagement), ეფექტურობის შეფასება და ყოველთვიური ანგარიშგება
კანდიდატის მოთხოვნები
- ციფრული მარკეტინგის / SMM-ის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება
- Meta Ads Manager-ის სიღრმისეული და პრაქტიკული ცოდნა (აუდიტორიების სეგმენტაცია, რეტარგეტინგი, კამპანიების ოპტიმიზაცია)
- Google Ads-თან მუშაობის გამოცდილება
- SEO-ს საბაზისო ცოდნა
- მარკეტინგული ანალიტიკის ინსტრუმენტებთან მუშაობისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება
- შემოქმედებითი და სტრატეგიული აზროვნება, პროცესების მართვისა და გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- სოციალური მედიის თანამედროვე ტრენდების სიღრმისეული ცოდნა, განსაკუთრებით ვიდეო კონტენტის მიმართულებით (Reels, TikTok და სხვ.)
პირობები
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 18:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: თბილისი, წინამძღვრიშვილის 115 ბ
შერჩევის ეტაპები და ვადები:
დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: mari.kupatadze@10x.edu.ge მიმდინარე წლის 22 ოქტომბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით.
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
რეზიუმე (CV);
ნამუშევრების პორტფოლიო (განხორციელებული პროექტები, მართული კამპანიები ან გვერდები)
შენიშვნა: გთხოვთ, ელ-ფოსტის subject ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ციფრული მარკეტინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები
