განცხადების სრული ტექსტი

"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის- ადმინისტრატორის პოზიციაზე.

"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგი "Penki Kontinentai"-ს შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის ქ. N6 (დიდუბიდან ვუზურნველყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00სთ (1სთ. შესვენება)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500-2000 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით)

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
  • კომპანიის ყველა სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • სხვადასხვა ღონისძიების, შეხვედრისა და თათბირების ორგანიზება;
  • კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა, გამასპინძლება და შესაბამის პირთან გადამისამართება;
  • სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების კონტროლი და შევსება;
  • დიასახლისის, მებაღისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და მონიტორინგი;
  • თანამშრომელთა მივლინებების ადმინისტრირება;
  • ტაქსის აპლიკაციის მართვა;
  • ავტომობილების დაზღვევის ადმინისტრირება;
  • სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური B1 დონეზე ცოდნა;
  • რუსული B2 დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კვალიფიკაციის მუდვმივად ამაღლების შესაძლებლობას;
  • საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევასა და Fitpass;

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ოფისის მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1500 - 2000
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 2 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ოფისის მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ინგლისური,რუსული,ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები