განცხადების სრული ტექსტი

"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.tbilvino.ge

„თბილღვინო“ აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე ჩამოსხმის, მზა პროდუქციის და დამხმარე მასალების საამქროში.

ძირითადი ამოცანები:
  • ჩამოსასხმელ ხაზთან მუშაობა;
  • დამხმარე მასალებით ხაზის მომარაგება;
  • საექსპორტო და ადგილობრივი გაყიდვების საწყობში მუშაობა;
  • შეკვეთების მომზადებაში მონაწილეობა.

სამუშაო პირობები:
  • ყოველთვიური ანაზღაურება 1000-1200 ლარი (NET)
  • წლიური პრემია შესრულების ხარისხიდან გამომდინარე.
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით სარაჯიშვილის #2;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, I ცვლა - 08:00 – 17:00 / II ცვლა - 10:00 – 19:00. შესვენება - 1 საათი;
  • კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995 595 895 418
ან გამოგზავნეთ ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
ინდუსტრია / სფერო:
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ღვინო და ალკოჰოლური სასმელები
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1000 - 1200
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები