დღეს - 22 ნოე
სტარტი
კატეგორიის მენეჯერი
თბილისი, სხვა
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები კატეგორიის მენეჯმენტი გაყიდვები პროდუქტის კატეგორიის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა სამშენებლო მასალები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    შესყიდვები კატეგორიის მენეჯმენტი
    გაყიდვები პროდუქტის კატეგორიის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    მშენებლობა სამშენებლო მასალები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): სხვა
  • ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal" და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

ძირითადი მოვალეობები:

• სამსახურის წლიური შესყიდვების გეგმის მიხედვით კატეგორიის პროდუქციის შესყიდვა და მოწოდების ციკლის ზედამხედველობა;
• კატეგორიის გაყიდვების ყოველდღიური მონიტორინგი, სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზრის კვლევა და კონკურენტების ასორტიმენტისა და ფასების ყოველკვირეული ანალიზი.
• გაყიდვების სამსახურთან მუდმივი კონტაქტი მოთხოვნად პროდუქციასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით;
• მარაგების ეფექტური გადანაწილების დაგეგმვა/კონტროლი;
• ფილიალებიდან და საწყობიდან პროდუქციის შეკვეთის საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეკვეთების დამუშავება;
• მოლაპარაკებების წარმოება ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან, კატეგორიის ასორტიმენტზე და მათზე ფასების შეთანხმება;
• პროექტული შესყიდვების განხორციელება პარტნიორ კომპანიებთან;
• შესყიდვის დოკუმენტების მომზადება და პროგრამულად ასახვა/ელ-ფოსტით გაგზავნა;
• ალტერნატიული მომწოდებლების ბაზების ფორმირება და მუდმივი განახლება;
• კატეგორიის ბმული პროდუქტების გამოვლენა და შემდგომი შესყიდვის პროცესის დაგეგმვა;
• გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად სხვადასხვა ტიპის აქციების ეფექტური დაგეგმვა და ორგანიზება;
• გაყიდვების თანამშრომლებთან ერთად მომხმარებლებთან შევხედრებზე გასვლა.

ძირითადი მოთხოვნები:

• აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
• საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
• რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
• გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები

• კომუნიკაბელური;
• დეტალებზე ორიენტირებული;
• ორაგანიზებული;
• ოპერატიული;
• განვითარებაზე ორიენტირებული;
• მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
შესყიდვები
კატეგორიის მენეჯმენტი
გაყიდვები
პროდუქტის კატეგორიის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები