ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
კვების ტექნოლოგია (Q&A) - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
კვების ტექნოლოგია (Q&A) - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
შპს „იბერია სტარ გრუპი“–ი აცხადებს ვაკანსიას: ტექნოლოგ-კონსულტანტის / კვების ობიექტების ტექნოლოგიური პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
პროექტის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ცისფერყანწელების N5ა
შპს „იბერია სტარ გრუპი“ ეძებს მაღალკვალიფიციურ ტექნოლოგ-კონსულტანტს ან საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასტუმრო კომპლექსისა და მასთან დაკავშირებული კვების ობიექტების ტექნოლოგიურ დაგეგმვას, საჭირო დანადგარებისა და ინვენტარის შერჩევას, განთავსების დაგეგმვას, შესყიდვის პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერას, მონტაჟის კონტროლსა და სრული საწარმოო ციკლის გაშვებას.
პროექტი მოიცავს:
- სასტუმროს ტერიტორიაზე 3–ი განსხვავებული ტიპის რესტორანს;
- სავაჭრო ცენტრში სწრაფი კვების ობიექტს;
- ცალკე ცენტრალურ კვების ბლოკს / ნახევარფაბრიკატების საწარმოს;
- აღნიშნულ ობიექტებს შორის პროდუქციისა და ნახევარფაბრიკატების მიწოდების ერთიან სისტემას.
- ჩვენი მიზანია შეიქმნას ერთიანი, ეფექტიანი, ტექნოლოგიურად გამართული და კომერციულად გამართლებული კვების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტების უწყვეტ და სტაბილურ მუშაობას.
1. პოზიციის მთავარი მიზანი.
- ტექნოლოგ-კონსულტანტის ძირითადი ამოცანაა პროექტის ყველა კვების ობიექტისთვის შეიმუშაოს და პრაქტიკულად განახორციელოს:
- მენიუ/პროდუქციის კონცეფცია
- წარმოების სიმძლავრე
- ტექნოლოგიური პროცესი
- სივრცეების ზონირება
- დანადგარების შერჩევა
- საინჟინრო მოთხოვნები
- შესყიდვა
- მონტაჟი
- სატესტო გაშვება
- პერსონალის სწავლება
- სრული საწარმოო ციკლის ამოქმედება.
კანდიდატის მიმართ ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
სავალდებულო:
- უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, საზოგადოებრივი კვების, კვების წარმოების, ინჟინერიის ან შესაბამის სფეროში;
- მინიმუმ 5–7 წლიანი პროფესიული გამოცდილება;
- HoReCa-ს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- რესტორნის/რესტორნების სამზარეულოს ტექნოლოგიური დაგეგმვის გამოცდილება;
- დიდი მოცულობის კვების წარმოების გამოცდილება;
- პროფესიული სამზარეულოს ტექნოლოგიური აღჭურვის ცოდნა;
- კვების საწარმოო პროცესების ორგანიზების გამოცდილება;
- ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევის გამოცდილება;
- ტექნიკის მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკის განთავსებისა და მონტაჟის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება;
- საინჟინრო მოთხოვნების განსაზღვრის პრაქტიკული ცოდნა;
- სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის პრინციპების ცოდნა;
- ტექნოლოგიური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება.
სასურველია:
- ცენტრალური სამზარეულოს გამოცდილება.
- ნახევარფაბრიკატების საწარმოს შექმნის გამოცდილება;
- სასტუმროს კვების ობიექტების გამოცდილება;
- მრავალობიექტიანი კვების სისტემის დაგეგმვის გამოცდილება;
- საერთაშორისო ბრენდებთან ან მსხვილ HoReCa პროექტებთან მუშაობის გამოცდილება;
- უცხოელი მწარმოებლებისა და ტექნიკის მომწოდებლების ბაზრის ცოდნა;
- ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა ტექნიკურ დონეზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოცდილება.
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 3 დასრულებული პროექტის შესახებ ინფორმაცია, სადაც პირადად მონაწილეობდა:
- რესტორნის/რესტორნების სამზარეულოს შექმნაში;
- სასტუმროს კვების ობიექტის ტექნოლოგიურ დაგეგმვაში;
- ცენტრალური სამზარეულოს შექმნაში;
- ნახევარფაბრიკატების საწარმოს დაგეგმვაში;
- სწრაფი კვების ობიექტის ტექნოლოგიურ აღჭურვაში;
- პროფესიული სამზარეულოს ტექნიკის შერჩევასა და მონტაჟში.
თითოეული პროექტისთვის კანდიდატმა უნდა მიუთითოს:
- პროექტის დასახელება;
- ქვეყანა/ქალაქი;
- ობიექტის ტიპი;
- ფართობი;
- წარმოების სავარაუდო სიმძლავრე;
- მისი კონკრეტული როლი;
- განხორციელებული სამუშაოები;
- პროექტის დასრულების წელი;
- დამკვეთის საკონტაქტო ინფორმაცია — თუ შესაძლებელია.
სამუშაოს ეტაპები.
- კონსულტანტის სამუშაო უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად.
- ეტაპი I — ობიექტის შესწავლა
- კონსულტანტი:
- გაეცნობა ობიექტს;
- შეისწავლის არსებულ ფართებს;
- შეისწავლის შენობის გეგმებს;
- შეისწავლის საინჟინრო შესაძლებლობებს;
- შეისწავლის სამზარეულოების, საწარმოსა და საწყობებისათვის გამოყოფილ სივრცეებს;
- განსაზღვრავს არსებულ შეზღუდვებსა და პრობლემებს.
შედეგი:
ობიექტის ტექნოლოგიური აუდიტის ანგარიში.
ეტაპი II — ტექნოლოგიური კონცეფცია.
უნდა მომზადდეს თითოეული ობიექტის ტექნოლოგიური კონცეფცია:
1. რესტორანი №1
2. რესტორანი №2
3. რესტორანი №3
4. სწრაფი კვების ობიექტი
5. ნახევარფაბრიკატების საწარმო / ცენტრალური კვების ბლოკი
თითოეულისთვის განისაზღვროს:
- ფუნქცია;
- პროდუქციის ტიპები;
- სავარაუდო მენიუ;
- წარმოების მოცულობა;
- მომსახურების ფორმატი;
- სამუშაო საათები;
- პიკური დატვირთვა;
- საჭირო პერსონალი;
- საჭირო ტექნოლოგიური ზონები.
ეტაპი III — სრული ტექნოლოგიური სქემა.
კონსულტანტმა უნდა შეიმუშაოს პროდუქციის მოძრაობის სრული სქემა:
ნედლეულის მიღება → შემოწმება → საწყობი → პირველადი დამუშავება → მომზადება → თერმული დამუშავება → გაცივება/გაყინვა → შეფუთვა → შენახვა → დისტრიბუცია → საბოლოო მომზადება → გაცემა/მომსახურება.
ცალკე უნდა იყოს განსაზღვრული:
- პერსონალის მოძრაობა;
- ნედლეულის მოძრაობა;
- მზა პროდუქციის მოძრაობა;
- ჭუჭყიანი ჭურჭლის მოძრაობა;
- ნარჩენების მოძრაობა.
ეტაპი IV — ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა
კონსულტანტმა უნდა მოამზადოს სრული Equipment List.
თითოეულ პოზიციაზე უნდა მიეთითოს:
მოწყობილობის დასახელება;
- მწარმოებელი/ბრენდის სასურველი დონე;
- მოდელი ან ტექნიკური სპეციფიკაცია;
- რაოდენობა;
- წარმადობა;
- ზომები;
- ელექტრო სიმძლავრე;
- გაზის მოთხოვნა, საჭიროების შემთხვევაში;
- წყლის მოთხოვნა;
- სავენტილაციო მოთხოვნები;
- დანიშნულება;
- განთავსების ადგილი;
- სავარაუდო ღირებულება;
- ალტერნატიული ვარიანტი, საჭიროების შემთხვევაში.
ეტაპი V — დანადგარების განთავსების პროექტი.
კონსულტანტმა უნდა განსაზღვროს თითოეული მოწყობილობის ზუსტი განთავსების ადგილი.
განლაგება უნდა ითვალისწინებდეს:
ტექნოლოგიურ თანმიმდევრობას;
- პერსონალის უსაფრთხო მოძრაობას;
- პროდუქციის ნაკადის ლოგიკას;
- სანიტარიულ მოთხოვნებს;
- ტექნიკური მომსახურების შესაძლებლობას;
- დატვირთვა/განტვირთვის პროცესს;
- დასუფთავებისა და რეცხვის შესაძლებლობას.
ეტაპი VI — საინჟინრო დავალება.
კონსულტანტმა უნდა მოამზადოს საინჟინრო მოთხოვნები:
- ელექტროენერგია;
- გაზი;
- წყალი;
- ცხელი წყალი;
- კანალიზაცია;
- ვენტილაცია;
- გამწოვი სისტემა;
- ჰაერის კომპენსაცია;
- გაგრილება;
- საყინულე სისტემები;
- დრენაჟი;
- ტექნოლოგიური კომუნიკაციები.
- საჭიროების შემთხვევაში ტექნოლოგმა უნდა იმუშაოს პროექტის არქიტექტორთან, ინჟინერთან და სხვა სპეციალისტებთან ერთად.
ეტაპი VII — ტექნიკის შესყიდვის მხარდაჭერა.
კონსულტანტმა უნდა:
- მოამზადოს ტექნიკური სპეციფიკაციები;
- მოიძიოს/შეაფასოს შესაბამისი მომწოდებლები;
- შეადაროს შეთავაზებები;
- შეამოწმოს ტექნიკის ტექნიკური შესაბამისობა;
- მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებებში;
- შეაფასოს საგარანტიო და სერვისის პირობები;
- შეამოწმოს მიწოდების ვადები;
- საბოლოო შესყიდვამდე წერილობით დაადასტუროს ტექნიკის შესაბამისობა პროექტთან.
ეტაპი VIII — მონტაჟი და გაშვება.
კონსულტანტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა:
- ტექნიკის ადგილზე მიღებაში;
- განთავსებაში;
- მონტაჟში;
- საინჟინრო ქსელებთან მიერთებაში;
- სატესტო გაშვებაში;
- ხარვეზების გამოვლენასა და გამოსწორებაში;
- პერსონალის ინსტრუქტაჟში.
ეტაპი IX — საწარმოო პროცესის სატესტო გაშვება
საბოლოო ეტაპზე კონსულტანტმა უნდა უზრუნველყოს:
ტექნიკა + ტექნოლოგია + პერსონალი + პროდუქტი = რეალური სატესტო წარმოება.
უნდა შემოწმდეს:
- წარმოების დრო;
- წარმადობა;
- დანაკარგები;
- პროდუქციის ხარისხი;
- შენახვის რეჟიმები;
- ნახევარფაბრიკატების მიწოდება;
- რესტორნების დატვირთვა;
- სწრაფი კვების ობიექტის პიკური დატვირთვა.
5. ჩასაბარებელი დოკუმენტაცია.
სამუშაოს დასრულებისას კონსულტანტმა უნდა ჩააბაროს მინიმუმ:
A. ტექნოლოგიური დოკუმენტაცია.
- ობიექტის ტექნოლოგიური აუდიტის ანგარიში;
- საერთო ტექნოლოგიური კონცეფცია;
- თითოეული რესტორნის ტექნოლოგიური გეგმა;
- სწრაფი კვების ობიექტის ტექნოლოგიური გეგმა;
- ნახევარფაბრიკატების საწარმოს ტექნოლოგიური პროექტი;
- პროდუქციის მოძრაობის სქემა;
- პერსონალის მოძრაობის სქემა;
- ნედლეულის მოძრაობის სქემა;
- ნარჩენების მართვის სქემა.
B. ტექნიკის დოკუმენტაცია.
- სრული Equipment List;
- ტექნიკური სპეციფიკაციები;
- ტექნიკის განთავსების გეგმები;
- საინჟინრო დატვირთვების ცხრილი;
- მომწოდებლების კომერციული შეთავაზებების შედარებითი ცხრილი;
- რეკომენდებული ტექნიკის ჩამონათვალი;
- ალტერნატიული ტექნიკის ჩამონათვალი.
C. საწარმოო დოკუმენტაცია.
- ნახევარფაბრიკატების ტექნოლოგიური პროცესები;
- ტექნოლოგიური ბარათები;
- რეცეპტურების/ნორმების სისტემა;
- წარმოების სიმძლავრის გათვლა;
- შენახვისა და დისტრიბუციის სქემა;
- პროდუქციის მიკვლევადობის პრინციპი.
D. გაშვების დოკუმენტაცია.
- მონტაჟის კონტროლის ანგარიში;
- სატესტო გაშვების ანგარიში;
- გამოვლენილი ხარვეზების ჩამონათვალი;
- ხარვეზების გამოსწორების ანგარიში;
- საბოლოო მიღება-ჩაბარების დოკუმენტი;
- პერსონალის ტრენინგის ანგარიში.
6. კომერციული შეთავაზების მოთხოვნა.
კანდიდატმა/კომპანიამ კომერციული შეთავაზება უნდა წარმოადგინოს ეტაპების მიხედვით, რათა დამკვეთმა შეძლოს სამუშაოს მოცულობისა და ღირებულების გამჭვირვალე შეფასება.
შეთავაზებაში აუცილებლად უნდა იყოს:
1. კომპანიის/კანდიდატის სრული ინფორმაცია
- სახელი/დასახელება;
- საკონტაქტო პირი;
- ტელეფონი;
- ელფოსტა;
- იურიდიული სტატუსი.
2. გამოცდილება
- განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი;
- პროექტის ტიპი;
- შესრულებული სამუშაო;
- დამკვეთი;
- განხორციელების წელი.
3. სამუშაოს მეთოდოლოგია.
როგორ აპირებს კანდიდატი პროექტის განხორციელებას;
რამდენ ვიზიტს გეგმავს;
რამდენი სპეციალისტი იქნება ჩართული.
4. სამუშაოს ვადები
ცალკე მიუთითოს:
ეტაპი – სამუშაო – ვადა
I ობიექტის შესწავლა–დღე
II კონცეფცია–დღე
II ტექნოლოგიური პროექტი–დღე
IV Equipment List–დღე
V საინჟინრო დავალება–დღე
VI შესყიდვების მხარდაჭერა–დღე
VII მონტაჟის კონტროლი –დღე
VIII სატესტო გაშვება –დღე
5. ანაზღაურება.
კომერციულ შეთავაზებაში ცალ-ცალკე უნდა მიეთითოს:
- I ეტაპის ღირებულება
- II ეტაპის ღირებულება
- III ეტაპის ღირებულება
- ტექნიკის შერჩევა
- შესყიდვების ტექნიკური მხარდაჭერა
- მონტაჟის კონტროლი
- სატესტო გაშვება
- პერსონალის ტრენინგი
- სრული პროექტის ღირებულება
თუ შეთავაზება არის ფიქსირებული სრული ღირებულებით, ესეც ცალკე უნდა იყოს მითითებული.
7. დამატებითი ხარჯები.
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს, შედის თუ არა შეთავაზებულ ფასში:
- ტრანსპორტირება;
- ობიექტზე ვიზიტები;
- მივლინება;
- სასტუმრო;
- სხვა სპეციალისტების მომსახურება;
- ნახაზების მომზადება;
- 3D/AutoCAD დოკუმენტაცია;
- თარგმანი;
- ტექნიკის მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
- მონტაჟის ზედამხედველობა.
- დამატებითი ხარჯი, რომელიც წინასწარ არ არის მითითებული შეთავაზებაში, დამკვეთთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ უნდა წარმოიშვას.
8. კანდიდატისგან მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია.
გთხოვთ, კომერციულ შეთავაზებას დაურთოთ:
- CV / კომპანიის პროფილი;
- განხორციელებული პროექტების პორტფოლიო;
- მინიმუმ 3 მსგავსი პროექტის აღწერა;
- რეკომენდაციები/რეფერენსები;
- სამუშაოს მეთოდოლოგია;
- სრული ფინანსური შეთავაზება;
- მომსახურების საგარანტიო/შემდგომი მხარდაჭერის პირობები;
- ჩასაბარებელი დოკუმენტების ჩამონათვალი;
- პროექტში ჩართული სპეციალისტების CV-ები.
9. ინტერესთა კონფლიქტი.
კანდიდატმა უნდა მიუთითოს, აქვს თუ არა მას:
- ტექნიკის კონკრეტულ მწარმოებელთან კომერციული კავშირი;
- კონკრეტულ მომწოდებელთან სააგენტო/საკომისიო შეთანხმება;
- სხვა ფინანსური ინტერესი პროექტში შერჩეული ტექნიკის მიმართ.
- დამკვეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკის შერჩევა განხორციელდეს ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე და არა კონკრეტული მომწოდებლისგან მიღებული საკომისიოს ან სხვა ინტერესის საფუძველზე.
10. კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმები.
შერჩევისას შეფასდება:
- შესაბამისი პროფესიული განათლება;
- გამოცდილება;
- მსგავსი პროექტების რაოდენობა და მასშტაბი;
- ცენტრალური სამზარეულოს/ნახევარფაბრიკატების საწარმოს გამოცდილება;
- რესტორნების ტექნოლოგიური პროექტირების გამოცდილება;
- ტექნიკის შერჩევის გამოცდილება;
- ტექნიკის შესყიდვისა და მონტაჟის კონტროლის გამოცდილება;
- საინჟინრო მოთხოვნების ცოდნა;
- HACCP/სურსათის უვნებლობის ცოდნა;
- შემოთავაზებული სამუშაოს მეთოდოლოგია;
- პროექტის განხორციელების ვადა;
- მომსახურების ღირებულება;
- შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერის შესაძლებლობა.
11. მნიშვნელოვანი მოთხოვნა კანდიდატის მიმართ.
ჩვენ არ ვეძებთ მხოლოდ ტექნიკის ჩამომთვლელ სპეციალისტს.
კანდიდატმა უნდა შეძლოს პროექტის „ნულიდან გაშვება და სამუშაო მდგომარეობაში ჩაბარება“.
საბოლოო შედეგი უნდა იყოს ისეთი სისტემა, რომლის დროსაც:
- ნედლეულის მიღებიდან
- ნახევარფაბრიკატის წარმოებამდე
- შენახვამდე
- ობიექტებზე მიწოდებამდე
- საბოლოო კერძის მომზადებამდე
- მომხმარებლისთვის მიწოდებამდე, ყველა პროცესი იქნება წინასწარ დაგეგმილი, ტექნოლოგიურად გამართული და ერთმანეთთან დაკავშირებული.
- განაცხადის წარმოდგენა
დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:
- კანდიდატის/კომპანიის შესახებ ინფორმაცია
- CV ან კომპანიის პროფილი
- მსგავსი პროექტების პორტფოლიო
- მინიმუმ 3 რეფერენსი
- სამუშაოს შესრულების მეთოდოლოგია
- სამუშაოს ეტაპები და ვადები
- ჩასაბარებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი
- დეტალური კომერციული შეთავაზება
- დამატებითი ხარჯების სრული ჩამონათვალი
- პროექტის შემდგომი მხარდაჭერის პირობები
დამკვეთი: შპს „იბერია სტარ გრუპი“
პროექტი: სასტუმრო კომპლექსი + 3–ი რესტორანი + სავაჭრო ცენტრის სწრაფი კვების ობიექტი + ნახევარფაბრიკატების საწარმო
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ცისფერყანწელების N5ა
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: +995595385050
