დღეს - 26 ნოე
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია
სამშენებლო ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამოქალაქო საინჟინრო საქმე - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ინჟინერია
სამშენებლო ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
სამოქალაქო საინჟინრო საქმე - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge
„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- დამკვეთის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, შეცდომების, შეუსაბამობებისა და არასაკმარისი ინფორმაციის იდენტიფიცირება.
- საპროექტო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობა დოკუმენტაციის დასაზუსტებლად და ხარვეზების ოპერატიულად აღმოსფხვრელად.
- სხვადასხვა სირთულის სტრუქტურული ელემენტების დაპროექტება და ზუსტი საინჟინრო-კონსტრუქციული გათვლების წარმოება.
- პროექტების შესაბამისობა სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- კონსტრუქციული მოთხოვნებისა და გარემო პირობების გათვალისწინებით ოპტიმალური სამშენებლო მასალების შერჩევა.
- საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა, არსებული პროექტების კორექტირება და გაუმჯობესება.
- სამშენებლო მოედნის ადგილზე შესწავლა არსებული გარემოებებისა და შეზღუდვების შესაფასებლად.
- პროექტის შესრულებისა და მშენებლობის პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.
- ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა კომპანიის კომერციულ, ტექნიკურ, საპროექტო და სამშენებლო ჯგუფებს შორის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება სამოქალაქო ინჟინერიის ან მშენებლობის მიმართულებით.
- გამოცდილება ინჟინერ-კონსტრუქტორის ან შესაბამის პოზიციაზე.
- სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა;
- საპროექტო და საინჟინრო პროგრამები: AutoCAD, ArchiCAD
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი - სრული;
ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2026 წლის 28 ნოემბრამდე;
ინჟინერია
სამშენებლო ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები
