დღეს - 27 ნოე
სტანდარტი
ბილინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ბილინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • ბუნებრივი გაზის სექტორში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციების ცოდნა;

კომპიუტერული უნარ-ჩვევები:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:
  • მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების მონიტორინგი, მათი მოწესრიგება, შესწორება, სისტემატიზაცია;
  • ანათვლების დადასტურების პროცესის მონიტორინგი. ამ პროცესის შეუფერხებლად, კომერციული ციკლით განსაზღვრულ ვადაში წარმოების უზრუნველყოფა;
  • სამსახურში შემოსული კორესპონდენციის, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და დადგენილ ვადებში პასუხების მომზადება;
  • სამსახურში შემოსული დოკუმენტაციის დადგენილი წესით დაარქივება და ამ პროცესის კონტროლი;
  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან და იუსტიციის სახლიდან შემოსული მიმართვების განხილვა და დადგენილ ვადებში რეაგირება;
  • სხვადასხვა თემატიკის ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
  • კომპეტენციის ფარგლებში კომპანიაში შექმნილი კომისიების და სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღება;

უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება კონკურენტული
დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://my.te.ge/
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 29 ნოემბერი;

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს „თბილისი ენერჯისთვის“ გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.

თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება(შენახვა) განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით ან / და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს „თბილისი ენერჯი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები