შემდეგი
დღეს - 10 ნოე
სტანდარტი
მთავარი იურისტი
თბილისის შემოგარენი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: n.saralidze@hh.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
ადვოკატირება, კორპორატიული სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, შრომის სამართალი, იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები წარმოება საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,უფასო კვება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):იურიდიული
ადვოკატირება, კორპორატიული სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, შრომის სამართალი, იურისპრუდენცია - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი,უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები: ინგლისური,რუსული
დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიისთვის, რომელიც მოღვაწეობს FMCG ინდუსტრიის წარმოების სექტორში.
სამუშაო აღწერილობა:
სამართლებრივი უზრუნველყოფა და გუნდის მართვა:კომპანიის საქმიანობის სრული სამართლებრივი უზრუნველყოფა;სამი იურისტის ხელმძღვანელობა: კომპლაენსის, კომერციული ხელშეკრულებებისა და სხვა კორპორატიული სახელშეკრულებო საკითხების მიმართულებებით.
ხელშეკრულებები და მოლაპარაკებები:იურიდიული გუნდის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების (მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების) და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;კომპანიის მომწოდებლებთან, შემსყიდველებთან, დისტრიბუტორებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან შესაბამის მოლაპარაკებებში ჩართვა და სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
კონსულტირება და კორპორატიული მხარდაჭერა:
- კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
- კომპანიის მენეჯმენტის სამართლებრივი მხარდაჭერა კორპორაციულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, შესაბამისი კორპორაციული დოკუმენტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი აღსრულების კონტროლი;
- კომპანიის მენეჯმენტისათვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს სტრატეგიებისა და ინიციატივების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
დავები და წარმომადგენლობა:
- კომპანიის სასამართლო და სააღსრულებო საქმისწარმოებების მართვა და სასამართლოში წარმომადგენლობა;
- კომპანიის ინტერესების დაცვა ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე;
გარე კონსულტანტებთან კოორდინაცია:
- საჭიროების შემთხვევაში, გარე იურიდიულ, საგადასახადო ან/და სხვა სახის კონსულტანტებთან ერთად კოორდინირებული მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
- კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
- არანაკლებ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიცია, სასურველია FMCG ინდუსტრიაში;
- ინგლისურ და რუსულ ენებზე, იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია კომპანიის სასამართლო პროცესზე წარდგენის გამოცდილება;
- სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა;
- ინგლისური ენის მაღალ, ხოლო რუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: n.saralidze@hh.ge
გისურვებთ წარმატებებს!
იურიდიული
ადვოკატირება,
კორპორატიული სამართალი,
სახელშეკრულებო სამართალი,
ადმინისტრაციული სამართალი,
შრომის სამართალი,
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები