დღეს - 10 ნოე
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაპროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
არქიში ვეძებთ მარკეტინგული ღონისძიებების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისად მარკეტინგული ღონისძიებების კონცეფციის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
- კომპანიის ბრენდის ცნობადობისა და პოზიციონირების გაძლიერებაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
- მარკეტინგული ღონისძიებების კალენდრის შემუშავება და მართვა;
- ღონისძიებებისთვის საჭირო სარეკლამო, ვიზუალური და საკომუნიკაციო მასალების მომზადების პროცესის კოორდინაცია მარკეტინგისა და დიზაინის გუნდებთან;
- ღონისძიებების ბიუჯეტის შედგენა, კონტროლი და ხარჯების მართვა;
- განხორციელებული ღონისძიებების შედეგების ანალიზი, მათ შორის მონაწილეთა ჩართულობის, აუდიტორიის უკუკავშირისა და ბრენდის ცნობადობაზე გავლენის შეფასება;
- ღონისძიებების შემდგომი ანგარიშების მომზადება და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება.
- ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით:
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
