დღეს - 01 დეკ
სტანდარტი
ემბრიოლოგიის ლაბორატორიის ასისტენტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო ლაბორატორია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1100

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული,ინგლისური
ჩაჩავას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ემბრიოლოგიის ლაბორატორიის ასისტენტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიოლოგიის მიმართულებით;
  • სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ან ბიოლოგი უჯრედული ბიოლოგიის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • დეტალებზე მაღალი ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ყურადღებიანობა და ორგანიზებულობა;
  • ინფორმაციის სწორად აღრიცხვისა და დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროფესიული განვითარების სურვილი და მოტივაცია.

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:
  • IVF ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაო პროცესებში ჩართულობა;
  • ემბრიოლოგიური ლაბორატორიის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა;
  • ლაბორატორიულ პროცესებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე მუშაობა;
  • მონაცემების აღრიცხვა და დოკუმენტაციის მოწესრიგება.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი – პარასკევი;
  • სამუშაო საათები: 09:30–17:30;
  • ანაზღაურება: 1 100 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: HR@CHACHAVA.GE

სათაურის ველში მიუთითეთ: „ემბრიოლოგიის ლაბორატორიის ასისტენტი“.
შემოგვიერთდით ჩაჩავას კლინიკის პროფესიონალთა გუნდში!

პერსონალური მონაცემი, რომელიც ჩაჩავას კლინიკისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში კანდიდატის პერსონალური მონაცემები), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე. თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. თუ გსურთ კლინიკამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ჩაჩავას კლინიკისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე

აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ჩაჩავას კლინიკა-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
სამედიცინო
ლაბორატორია
ნახვები
უნიკალური ნახვები