შემდეგი
დღეს - 15 ნოე
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია
ჟურნალისტიკა - ინდუსტრია / სფერო: მედია და კომუნიკაციები
ტელევიზია - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
შპს ბი ემ ჯი On.ge-ის მიმართულებით გუნდი ეძებს კრეატიულ ვების ჟურნალისტს. თუ თვალს ადევნებ ტრენდებს და გინდა, შენი იდეები საინტერესო კონტენტად აქციო, შეგვეხმიანე. ჩვენთვის მთავარი შენი ენთუზიაზმი და განვითარების სურვილია. თუ 17-წლიანი გამოცდილება ჯერ არ გაქვს და არც ის იცი, საკუთარ თავს 5 წელიწადში სად ხედავ, ესე იგი, სწორედ შენ გეძებთ!
გაგვაგებინე, თუ:
- კარგად გამოგდის ამბის თხრობა, მუდმივად ეძებ საინტერესო ისტორიებს და იცი, ეს ყველაფერი როგორ მიიტანო მკითხველამდე მარტივი და გასაგები ენით;
- თავისუფლად შეგიძლია ინგლისურენოვანი წყაროების დამუშავება, თარგმნა და ქართულ კონტექსტზე მორგება;
- შენთვის უცხო არ არის Facebook-ის, Instagram-ის თუ სხვა პლატფორმების სპეციფიკა;
- კარგი იუმორითა და ენაკვიმატობით გამოირჩევი.
რას ველით შენგან:
- ახალი ამბებისა და ანალიტიკური სტატიების ინგლისური ენიდან თარგმნას/ადაპტირებას;
- ქართველ მწერლებთან, მუსიკოსებთან და სხვა საინტერესო რესპონდენტებთან ინტერვიუების ჩაწერას;
- სოციალური ქსელებისთვის (Facebook, Instagram, TikTok) ადაპტირებული მულტიმედია კონტენტის შექმნას;
- მიმდინარე ტრენდებზე ორიგინალური, საავტორო კონტენტის მომზადებას (ქვიზი, კროსვორდი, ჩამონათვალის ტიპის სტატია);
- საავტორო ანალიტიკური სტატიების წერას;
- მოკლე ვიდეოებში მონაწილეობას (კამერასთან მუშაობას).
სამუშაო განაკვეთი: სრული
შეავსე აპლიკაცია ამ ბმულზე. დავუკავშირდებით მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.
აპლიკაციის დედლაინი: 15 ნოემბერი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ხელოვნება / მედია
ჟურნალისტიკა
ნახვები
უნიკალური ნახვები