დღეს - 30 ნოე
ვიპ
შესყიდვებისა და ადმინისტრაციული პროცესების კოორდინატორი
თბილისი, კონიაკის დას., კონიაკის დას.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995551393338
მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №6 (კონიაკის დასახლება)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საბითუმო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული,რუსული,ინგლისური

შპს „მეტეორი“ 2006 წლიდან საქმიანობს კვების პროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს კარაქისა და რძის ფხვნილის იმპორტი და რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე.


კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ადმინისტრაციული პროცესების კოორდინატორის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • საერთაშორისო მომწოდებლებთან წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია;

  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაგეგმილი შესყიდვების პროცესის განხორციელება კომპანიის შიდა შესყიდვების პროცედურების შესაბამისად;

  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივის მართვა;

  • კომპანიის მიმდინარე ადმინისტრაციული საკითხების კოორდინაცია;

  • ოფისისთვის საჭირო მცირე შესყიდვების ორგანიზება;

  • საოფისე ყოველდღიური საკითხების კონტროლი;

  • დირექტორის მითითებით სხვა მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);

  • ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;

  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

  • შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00–18:00;

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №6 (კონიაკის დასახლება);

  • ანაზღაურება: 1 500 ლარი.


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Meteortrader@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995551393338
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები