დღეს - 01 დეკ
ვიპ CV
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული,ინგლისური
„ამბასადორი ბათუმი“ აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და სტუმარზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს სტუმრების ხარისხიან მომსახურებას და სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციების გამართულ მიმდინარეობას.
ძირითადი მოვალეობები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სამუშაო პირობები
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
ძირითადი მოვალეობები
- სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია (Check-in) და გაწერის (Check-out) პროცესის ორგანიზება;
- სტუმრებისთვის სასტუმროს სერვისებისა და მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- სტუმრების მოთხოვნებზე, შეკითხვებსა და პრეტენზიებზე დროული, პროფესიული რეაგირება;
- რეზერვაციების მიღება, დამუშავება და სასტუმროს მართვის სისტემაში (PMS) ასახვა;
- სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის წარმართვა;
- პრობლემური სიტუაციების ოპერატიული მართვა და საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობასთან კოორდინაცია;
- სასტუმროს მომსახურების სტანდარტების, შიდა პროცედურებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
- ყოველდღიური ანგარიშგების მომზადება, ანგარიშსწორებისა და ფულადი ოპერაციების სწორი აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია სასტუმროს ადმინისტრირების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ქართული ენის გამართული ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; PMS სისტემასთან მუშაობის გამოცდილება უპირატესობაა;
- კომუნიკაციის, ორგანიზებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები
- ანაზღაურება: შეთანხმებით. სამუშაო გრაფიკი და სხვა პირობები: განისაზღვრება შერჩეულ კანდიდატთან შეთანხმებით.
- განაცხადის წარდგენა
პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და შენახვა
კანდიდატის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შერჩევის პროცესის ორგანიზებისა და კანდიდატის შესაბამისობის შეფასების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ შერჩევის პროცესში უფლებამოსილ პირებს. მონაცემები შეინახება შერჩევის პროცესის დასრულებამდე და შემდგომ მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია შესაბამისი მიზნისთვის ან გათვალისწინებულია კანონმდებლობით; სხვა ვაკანსიებისთვის მათი შენახვა განხორციელდება მხოლოდ სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. კანდიდატს შეუძლია ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებებით.

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 0