დღეს - 02 დეკ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური,რუსული
თიბისი აცხადებს ვაკანსიას შემდგეგ პოზიციაზე: კონცეპტ კლიენტებზე ზრუნვის ექსპერტი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
შენ, როგორც კონცეპტ კლიენტებზე ზრუნვის ექსპერტი:
- უპასუხებ შემომავალ ზარებს და გაუწევ ხარისხიან მომსახურებას მომხმარებლებს;
- სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით დაადგენ მათ საჭიროებებს;
- მოუსმენ, გააანალიზებ და დაეხმარები მათ საკითხების ეფექტურად მოგვარებაში;
- აქტიურად ჩაერთვები ინდივიდუალური და გუნდური მიზნების მიღწევის პროცესში.
შენ გექნება შესაძლებლობა:
- შეისწავლო საბანკო პროდუქტები და პროცესები;
- მიიღო შენთვის საინტერესო ცოდნა და გამოცდილება საბანკო სექტორში;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, შენს ინტერესებსა და მიმართულებაზე დაყრდნობით;
- გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელიც დაგეხმარება ყოველდღიური სამუშაოს შესრულებაში;
- იმუშავო პროფესიონალ ადამიანებთან ერთად გუნდურ გარემოში.
ჩვენ გთავაზობთ:
- დისტანციურ სამუშაო ფორმატს, სადაც მოგეცემა საშუალება იმუშაო სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი შენთვის მოსახერხებელი ლოკაციიდან;
- სასწავლო პლატფორმებს და განვითარების მრავალ შესაძლებლობას;
- დამატებით ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევა, well-being აქტივობები, შიდა შეთავაზებები, ფონდი „თიბისელები“ და სხვა.
კვალიფიკაცია
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- გაქვს ძლიერი კომუნიკაციის უნარი და შეგიძლია პროფესიონალიზმის შენარჩუნება რთულ სიტუაციებშიც;
- ხარ განვითარებაზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური და მზად მუდმივი სწავლისთვის;
- გინდა განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება;
- გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
- ფლობ ინგლისურ/რუსულ ენებს მაღალ დონეზე
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/CDcRQ
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
