დღეს - 02 დეკ
სტანდარტი
მძღოლი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციის მძღოლი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციის მძღოლი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
სარეკლამო საწარმო „დეიზი“, რომელიც უკვე 24 წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, ათასობით წარმატებული პროექტის ავტორია. „დეიზის“ წარმატება ეფუძნება პროფესიონალ, კეთილსინდისიერ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს.

კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
  • გარე რეკლამის დამზადება
  • პრომო პროდუქციის წარმოება
  • პოლიგრაფიული მომსახურება
  • ფართოფორმატიანი და ოფსეტური ბეჭდვა
  • დიზაინის მომსახურება

კომპანია აცხადებს ვაკანსიას- მძღოლის თანამდებობაზე, რომლის ძირითადი მოვალეობაა კომპანიის ავტომობილით პროდუქციის და მასალების უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 5-დღიანი სამუშაო კვირა, 10:00–19:00 სამუშაო დღეები: ორშაბათი–პარასკევი ადგილმდებარეობა: თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების ქ. 49, 1 თვის შემდეგ ფეიქრების ქუჩა ექვემდებარება: შესყიდვების მენეჯერს ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • შესყიდული მასალების მომწოდებლებისგან მიღება და ოფისში ტრანსპორტირება;
  • შესყიდულ მასალებთან დაკავშირებული ზედნადებების, ჩეკებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მიღება და ოფისში ჩაბარება;
  • პროდუქციისა და მასალების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • კომპანიის მზა პროდუქციის დამკვეთებისთვის დროული და უსაფრთხო მიწოდება;
  • დამკვეთისგან პროდუქციისა და საჭირო მასალების ოფისში მოტანა;
  • დამკვეთებისთვის ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება;
  • კომპანიის ავტომობილის სისუფთავისა და გამართულობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • B კატეგორიის (მექანიკური) მართვის მოწმობა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
  • პუნქტუალურობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი.

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ტელეფონი.

თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@daisy.ge
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მძღოლი.
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი2026.

კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გაცნობებთ რომ შპს ,,დეიზი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ელ. ფოსტაზე: hr@daisy.ge.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციის მძღოლი
ნახვები
უნიკალური ნახვები