დღეს - 02 დეკ
სტანდარტი
შესყიდვების მენეჯერი
თბილისი, ორთაჭალა
საერთაშორისო კომპანია
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი), ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები), ეკონომიკა
  • ენები: ქართული
საერთაშორისო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30;
ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი, კომპანიის ფასდაკლების ბარათი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპანიის სხვადასხვა სამსახურისა და დეპარტამენტის შესყიდვის მოთხოვნების მიღების, ანალიზისა და დამუშავების უზრუნველყოფა;
  • შესყიდვის პროცესისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაციის სრული ციკლის მართვა;
  • მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების გეგმის შედგენა;
  • ბაზრის კვლევა: შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების, ფასებისა და მომწოდებლების ანალიზი;
  • ახალი მომწოდებლების მოძიება და მათთან ფასისა და კომერციული პირობების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება;
  • ტენდერების ჩატარება;
  • კომპანიის ავტოპარკის ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
  • გამოუსადეგარი ინვენტარის რეალიზაცია და აუქციონების ჩატარება;
  • ინვენტარიზაციის პროცესებში მონაწილეობა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  • მომწოდებელთა ბაზის მუდმივი კვლევა, განახლება და განვითარება, მომწოდებლების წინასწარი და შემდგომი შეფასების განხორციელება და შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი;
  • დანახარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და სამუშაო პროგრამაში ასახვა;
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელისთვის;
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა ტიპის დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
  • ძირითადი საოფისე პროგრამების (Mc Excel, Mc Word, Mc PowerPoint, Outlook) ცოდნა;
  • სასურველია მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

პიროვნული უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მოლაპარაკების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზვანოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ „შესყიდვების მენეჯერი“.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები