დღეს - 03 დეკ
სტანდარტი
ბრენდისა და პარტნიორული ურთიერთობების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ბრენდ - მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ავეჯი და სახლის ნივთები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ბრენდ - მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ავეჯი და სახლის ნივთები
  • განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
სამერი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ბრენდისა და პარტნიორული ურთიერთობების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია: სამერი ჯგუფი
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

კომპანიის შესახებ
სამერი ჯგუფი — 2008 წელს დაარსებული ქართული მწარმოებელი კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია შიდა და დამალული კარების, ასევე ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ავეჯის (სამზარეულო, საძინებელი, გარდერობი) წარმოებაში. წარმოება მიმდინარეობს კომპანიის საკუთარ საწარმოში, იტალიური და ევროპული მასალების გამოყენებით. კომპანიის პროდუქცია განკუთვნილია როგორც კერძო მომხმარებლებისთვის, ისე
დეველოპერული და კორპორატიული პროექტებისთვის. 2023 წელს სამერი ჯგუფი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის მიერ „წლის ლიდერ კომპანიად“ დასახელდა.

პოზიციის მიზანი
  • პოზიცია გულისხმობს კომპანიის B2B მიმართულების განვითარებას, დეველოპერებთან,
  • დიზაინერებთან და კორპორატიულ კლიენტებთან პარტნიორული ქსელის შექმნასა და მართვას,
  • ასევე ბრენდის ცნობადობის ამაღლებას.

სამუშაოს აღწერილობა
  • B2B კლიენტების მოზიდვა: დეველოპერები, სასტუმროები, ოფისები და სხვა კორპორატიული პროექტები;
  • არქიტექტორებთან და ინტერიერის დიზაინერებთან ურთიერთობის დამყარება და განვითარება; დიზაინერების პარტნიორული პროგრამის მართვა;
  • პარტნიორობის შეთანხმებებზე მოლაპარაკებების წარმოება: დეველოპერის პაკეტები,სტენდები გაყიდვების ოფისებში, ერთობლივი აქციები სარემონტო მაღაზიებთან და ბანკებთან;
  • სტრატეგიული პროექტების მართვა დაგეგმვიდან შედეგების შეფასებამდე;
  • ბრენდის ცნობადობის ამაღლება: ღონისძიებები, გამოფენები, PR, მედიასთან ურთიერთობა;
  • სოციალური მედიის მენეჯერთან ერთად კომუნიკაციის დაგეგმვა და ყველა არხში ბრენდის ერთიანი მესიჯის უზრუნველყოფა;
  • B2B გაყიდვების პროცესის კოორდინაცია, ლიდების აღრიცხვა და ხელმძღვანელობისთვის ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა;
  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, ზრდის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • B2B გაყიდვების, ბიზნესის განვითარების ან პარტნიორობის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო, სარემონტო, ინტერიერის ან უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სავალდებულო);
  • დეველოპერებთან, სამშენებლო კომპანიებთან ან დიზაინ-სტუდიებთან არსებული კონტაქტები;
  • მოლაპარაკების, პრეზენტაციისა და გრძელვადიანი ურთიერთობების მართვის უნარი;
  • პროექტების მართვის გამოცდილება: რამდენიმე პროექტის პარალელური დაგეგმვა და ვადებში შესრულება;
  • ქართული ენის და ინგლისური ენის კარგად ცოდნა; რუსული ენის ცოდნა უპირატესობაა;

უპირატესობად ჩაითვლება
  • ბრენდის მართვის ან მარკეტინგის გამოცდილება;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კარის, ავეჯის ან სამშენებლო მასალების ბაზრის ცოდნა.

კომპანია სთავაზობს
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით + ბონუსი პარტნიორული გაყიდვებიდან;
კომპანიის ხელმძღვანელობასთან უშუალო მუშაობა და კომპანიის ზრდაზე რეალური გავლენა;

დამატებითი სარგებელი
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ მისამართზე , info@samerygroup.ge
პოზიციის დასახელება მიუთითეთ სათაურში. გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ
შერჩეული კანდიდატები.

მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები