დღეს - 04 დეკ
სტანდარტი
მთავარი შეფ-მზარეული
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info.familyhr@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 10 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
„Family Food“ წარმოადგენს იმერეთის რეგიონში წამყვან კომპანიას კვების ინდუსტრიაში. ჩვენ ფლობთ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ევროპული სტანდარტებით აღჭურვილ, 3000 კვ.მ-ზე მეტი მასშტაბის საწარმოს, სადაც ყოველდღიურად იქმნება მაღალი ხარისხის მზა საკვები და საკონდიტრო პროდუქცია.
კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით, „Family Food“ იწვევს მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე მთავარ შეფ-მზარეულს, რომელსაც აქვს ფართო პროფესიული ცოდნა, კარგად ერკვევა კვების ტექნოლოგიებში და შეუძლია მზა საკვები პროდუქციის წარმოების მიმართულების სტრატეგიული განვითარება.
პოზიციის მთავარი მიზანია არსებული ასორტიმენტის გაუმჯობესება, ახალი პროდუქტების შექმნა, გემოვნური და ხარისხობრივი სტანდარტების დახვეწა, ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაცია და თანამედროვე მიდგომების დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გამოცდილება: მინიმუმ 10 წლის პროფესიული სამუშაო გამოცდილება შეფ-მზარეულის პოზიციაზე;
- სამზარეულოს ცოდნა: ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს სიღრმისეული ცოდნა, ტრადიციული და თანამედროვე მომზადების ტექნოლოგიების ფლობა;
- ცხელი და ცივი კერძები: სალათების, წვნიანების, ძირითადი კერძების, გარნირების, სოუსებისა და სხვა მზა საკვები პროდუქციის მომზადების მაღალი პროფესიული დონე;
- ხორცის ტექნოლოგია: სხვადასხვა სახეობის ხორცის შერჩევის, ხარისხის შეფასების, დაჭრის, დამუშავების, დამარინადების, ფარშების მომზადებისა და თერმული დამუშავების ტექნოლოგიების ცოდნა;
- შენახვის ტექნოლოგიები: მზა პროდუქციის გაგრილების, შეფუთვის, შენახვის, გაყინვისა და კონსერვირების ტექნოლოგიების ცოდნა;
- საწარმოო ტექნოლოგიები: დიდი მოცულობის კვების წარმოების სპეციფიკის ცოდნა, რეცეპტურის ადაპტირება საწარმოო მასშტაბებზე და პროდუქტის ხარისხის სტაბილურობის უზრუნველყოფა;
- ტექნოლოგიური აღჭურვილობა: თანამედროვე პროფესიული დანადგარებისა და მოწყობილობების ცოდნა, მათი შესაძლებლობებისა და საჭიროების შეფასების უნარი;
- პრიორიტეტი: ქსელურ კვების ბიზნესში, ცენტრალიზებულ სამზარეულოში ან მზა საკვების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები
- არსებული ასორტიმენტის შეფასება და გაუმჯობესების გზების შემუშავება;
- ახალი კერძებისა და მზა საკვები პროდუქტების შექმნა და წარმოებაში დანერგვა;
- კერძების გემოვნური თვისებების, ტექსტურის, ვიზუალური მხარისა და ხარისხის სტანდარტების დახვეწა;
- ტექნოლოგიური ბარათების შემუშავება და არსებული რეცეპტურის გაუმჯობესება;
- ნედლეულის გამოსავლიანობისა და ტექნოლოგიური დანაკარგების ოპტიმიზაცია;
- ხორცისა და სხვა ნედლეულის დამუშავების ტექნოლოგიების გაუმჯობესება;
- პროდუქციის გაგრილების, შეფუთვისა და შენახვის მეთოდების შეფასება და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;
- თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საწარმოო დანადგარების მოძიება, მათი დანერგვის საჭიროების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა;
- ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და პროდუქციის ასორტიმენტის განვითარების ინიციატივების შეთავაზება.
ანაზღაურება და სამუშაო პირობები
- ანაზღაურება: 3 000–5 000 ლარი, კანდიდატის გამოცდილებისა და პროფესიული კომპეტენციის მიხედვით;
- თანამშრომლობის ფორმატი: განიხილება როგორც სრული განაკვეთი, ასევე პროექტული / საკონსულტაციო თანამშრომლობა;
- სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა N21ი
განაცხადის მიღების წესი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მეილზე: info.familyhr@gmail.com და პროფესიული გამოცდილების ამსახველი ნამუშევრების პორტფოლიო.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია
ნახვები
უნიკალური ნახვები
