შემდეგი
დღეს - 08 დეკ
სტანდარტი
სასტუმროს ადმინისტრატორი
ახალციხის მუნიციპალიტეტი, ახალციხე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ginoaquapark.ge
ტელეფონი: +995 599968303
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: ველნესი და ფიტნესი
ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური,რუსული
სასტუმრო “ჯინო ველნეს რაბათი” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სასტუმროს ადმინისტრატორი
სამუშაო ადგილი: ახალციხე, რაბათის ციხესიმაგრე, სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათი“
სამუშაო გრაფიკი: 1 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება (3 დღეში ერთხელ 24 საათიანი ცვლა) 12:00 საათიდან - მომდევნო დილის 12:00 საათამდე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სტუმრებისა და ვიზიტორების მიღება
- სტუმრების თავაზიანი დახვედრა და მიღება.
- ვიზიტორების საჭიროებების გარკვევა და შესაბამისი მიმართულებით გადამისამართება.
- სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
სატელეფონო კომუნიკაცია
- შემომავალი ზარების მიღება და შესაბამის პირებთან გადამისამართება.
- სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის წარმოება.
- ზარებისა და შეტყობინებების დროული აღრიცხვა და გადაცემა.
ადმინისტრაციული საქმიანობა
- შეხვედრებისა და ვიზიტების დაგეგმვა.
- შეხვედრების განრიგის კონტროლი.
- შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღება და გადაცემა.
- საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და მოწესრიგება.
ინფორმაციის მართვა
- ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება.
- მონაცემების სწორად აღრიცხვა და დაცვა.
- კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა.
სამუშაო სივრცის მოწესრიგება
- რეცეფციის სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის კონტროლი.
- სამუშაო ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების აღრიცხვა.
- სასიამოვნო და პროფესიული გარემოს უზრუნველყოფა.
შიდა კომუნიკაცია
- ორგანიზაციის თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაცია.
- ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
- საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება შესაბამისი თანამშრომლებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
საჭირო პიროვნული უნარები:
- მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- პოზიტიურობა, ენერგიულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- დროის მართვის უნარი
დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა)
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge ან დარეკეთ ნომერზე +995 599968303
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება !
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები