დღეს - 08 დეკ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები
საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3200
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა, საშუალო განათლება
- ენები: ქართული,ინგლისური
Luxium აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: CEO-ის პირადი ასისტენტი (სრული განაკვეთი)
Luxium — შვეიცარიაში დაფუძნებული საერთაშორისო ფინტექ და ბლოკჩეინ კომპანია აცხადებს სრულ განაკვეთზე CEO-ის პირადი ასისტენტის ვაკანსიას.
თუ ხარ ენერგიული, დისციპლინირებული, სწრაფად აზროვნებ, არ გაშინებს მაღალი პასუხისმგებლობა და გსურს იმუშაო საერთაშორისო დონეზე, ეს შესაძლოა შენი ცხოვრების ყველაზე დიდი შესაძლებლობა იყოს.
ძირითადი მოვალეობები
- CEO-ის ყოველდღიური სამუშაო პროცესის სრული ორგანიზება.
- შეხვედრების, კალენდრისა და მოგზაურობების დაგეგმვა.
- კომუნიკაცია პარტნიორებთან, ინვესტორებთანა და გუნდთან.
- სხვადასხვა ადმინისტრაციული, საორგანიზაციო და ოპერატიული დავალების შესრულება.
- CEO-ისთვის საჭირო ნებისმიერი საკითხის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა.
- მაღალი კონფიდენციალურობის დაცვა.
- საჭიროების შემთხვევაში არასტანდარტული ამოცანების შესრულება.
მოთხოვნები
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (აუცილებელია).
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- სწრაფი აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.
- თანამედროვე ტექნოლოგიებისა და AI ინსტრუმენტების გამოყენების სურვილი.
- მოქნილი სამუშაო გრაფიკისთვის მზადყოფნა.
- მოქმედი პასპორტი და მოგზაურობისთვის მზადყოფნა.
განსაკუთრებული შესაძლებლობა:
რამდენიმე თვეში კანდიდატს მოუწევს CEO-სთან ერთად საერთაშორისო მივლინებებში მონაწილეობა. კომპანია სრულად უზრუნველყოფს მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს.
ეს ნიშნავს, რომ გექნება შესაძლებლობა იმოგზაურო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დაესწრო მაღალი დონის ბიზნეს შეხვედრებს, კონფერენციებსა და ღონისძიებებს და ახლოდან მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კომპანიის განვითარებაში.
კომპანიის ზრდასთან ერთად, წარმატებულ კანდიდატს ექნება რეალური კარიერული განვითარების შესაძლებლობა და მომავალში შეძლებს დაიკავოს Luxium Georgia-ს ადმინისტრაციული ან მმართველი პოზიცია.
რას გთავაზობთ
- სრულ განაკვეთზე დასაქმებას.
- კონკურენტულ ანაზღაურებას.
- საერთაშორისო გარემოში მუშაობას.
- მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობას.
- ყოველდღიურ მუშაობას კომპანიის CEO-სთან.
- სწრაფ პროფესიულ და კარიერულ განვითარებას.
- უნიკალურ გამოცდილებას საერთაშორისო ბიზნესში.
ანაზღაურება:
პირველი 6 თვის განმავლობაში: 3,200 ლარი (ყველა გადასახადის ჩათვლით).
წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, მე-7 თვიდან: 5,200 ლარი (ყველა გადასახადის ჩათვლით).
თუ ფიქრობ, რომ სწორედ შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად გაუმკლავდება, გამოგვიგზავნე შენი CV (რეზიუმე) სურათით.
Luxium ეძებს არა უბრალოდ ასისტენტს, ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც გახდება CEO-ის მარჯვენა ხელი და კომპანიის მომავალი ლიდერი.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
