ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
სასტუმროში მიღება და კონსიერჟის მომსახურება უსაფრთხოება / დაცვა ობიექტის დაცვა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 870
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
სასტუმროში მიღება და კონსიერჟის მომსახურება უსაფრთხოება / დაცვაობიექტის დაცვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება
- ენები: ქართული
ჩვენ გთავაზობთ:
- სამუშაო გრაფიკი: ყოველ მე-4 დღეს 24 სთ (09:00 - 09:00);
- ანაზღაურება: 870 ლარი ფიქსირებული;
- ორჯერადი კვება თანამშრომლებისთვის;
- ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს ტერიტორიის, სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- სასტუმროში შემომსვლელთა კონტროლი და უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობა;
- სტუმრების დახვედრა-გაცილება, ბარგის გადატანასა და განთავსებაში დახმარება;
- სტუმრებისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა საჭიროების შემთხვევაში;
- სასტუმროს ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა, საეჭვო შემთხვევებზე სათანადო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციის ინფორმირება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@autopapa.com
AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს თრეიდინგ ინვესთმენთ ქომფანის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.
თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.
თქვენ გაქვთ უფლება:
- მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
- მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
- გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათალისწინებული სხვა უფლებებით.
თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზვანეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე: hr@autopapa.com ან წარმოადგინეთ განცხადება (მის.: საქართველო, ქალაქი რუსთავი, ალექსანდრე ლობჟანიძის ქუჩა, N 17).
