ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
ცივი კერძები, კულინარია - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
ჩვენ შესახებ:
მარე ბათუმში მდებარე კვების ობიექტია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს რესტორანს, საცხობს, ღვინის მაღაზიას, ორგანული სურსათის მაღაზიასა და მწვანე აფთიაქს.
პროდუქტებს ხარისხის, წარმომავლობისა და სეზონურობის მიხედვით ვარჩევთ და ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და მწარმოებლებთან. ჩვენი მიზანია, კარგი საკვები ყოველდღიური და ხელმისაწვდომი გავხადოთ.
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც სეზონური პროდუქტით მოამზადებს სალათებსა და ცივ კერძებს.
პოზიციის მიზანი:
ცივი კერძების მომზადება მენიუს სტანდარტის მიხედვით, ისე რომ ყოველი თეფში ერთნაირი ხარისხით გავიდეს. გამოცდილება სასურველია, მაგრამ სავალდებულო არ არის.
მოთხოვნები:
- სამზარეულოში მუშაობის სურვილი და სწავლის მზაობა
- სისუფთავე და ორგანიზებულობა
- გუნდში მუშაობის უნარი
- სამზარეულოში მუშაობის გამოცდილებას
- კულინარიულ განათლებას
რას გთავაზობთ:
- კვება სამუშაო დროს
- სამუშაო ფორმა
- სწავლება შეფ-მზარეულთან
- სტაბილური ანაზღაურება
განაცხადი: CV გამოგზავნეთ marebatumi@gmail.com-ზე, სათაურით: "ცივი კერძების მზარეული - სახელი, გვარი".
გასაუბრებაზე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
მარე უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს. პერსონალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ შერჩევის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად.