დღეს - 09 დეკ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვები - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვები - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია “MSF” აცხადებს ვაკანსიას ““სარკინიგზო გადაზიდვების კოორდინატორი” პოზიციაზე,
MSF არის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზდება საერთაშორისო და შიდა გადაზიდვებში. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ტარნსპორტით გადაზიდვებზე, იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს პარტნიორებთან მჭიდროდ და მართავს გადაზიდვების სრულ ციკლს — ტვირთის გატანიდან საბოლოო ჩაბარებამდე.
ძირითადი მოვალეობები:
MSF არის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზდება საერთაშორისო და შიდა გადაზიდვებში. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ტარნსპორტით გადაზიდვებზე, იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს პარტნიორებთან მჭიდროდ და მართავს გადაზიდვების სრულ ციკლს — ტვირთის გატანიდან საბოლოო ჩაბარებამდე.
ძირითადი მოვალეობები:
- სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებულ პროგრამებში მუშაობა, მათ შორის Cargo Railways და სხვა შესაბამის სისტემებში;
- გადაზიდვის დავალებების ფორმირება და სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
- SMGS ზედნადებების შექმნა და შესაბამისი მონაცემების სისტემაში ასახვა;
- ვაგონების მოწოდებისა და სადგურიდან გამოტანის პროცესების კონტროლი;
- ვაგონების გაგზავნისა და მიღების პროცესების მონიტორინგი;
- ვაგონების დატვირთვისა და დაცლის პროცესების კონტროლი;
- გემების შემოსვლისა და გასვლის შესახებ ინფორმაციის მონიტორინგი და შესაბამისი პროცესების კოორდინაცია;
- ფოთისა და ბათუმის პორტებთან, სარკინიგზო სადგურებსა და ტერმინალებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის შესაბამის დეპარტამენტებთან საქმიანი კომუნიკაცია;
- საერთაშორისო გადაზიდვებზე ტარიფებისა და ფასების გაანგარიშება;
- გადაზიდვის პროცესში წარმოქმნილი საკითხების დროული იდენტიფიცირება, შესაბამის პირებთან კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;
- დირექტორისთვის საჭირო ინფორმაციისა და პერიოდული ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სარკინიგზო ან საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- Cargo Railways-ისა და სარკინიგზო გადაზიდვებში გამოყენებული შესაბამისი პროგრამების ცოდნა;
- SMGS ზედნადებთან და სარკინიგზო გადაზიდვის დოკუმენტაციასთან მუშაობის ცოდნა;
- ვაგონების მოძრაობის, მოწოდების, გაგზავნის, მიღების, დატვირთვისა და დაცლის პროცესების ცოდნა;
- საერთაშორისო გადაზიდვების ტარიფებისა და ფასების გაანგარიშების გამოცდილება;
- პორტებთან, ტერმინალებთან, სადგურებთან და რკინიგზის შესაბამის სტრუქტურებთან კომუნიკაციის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
- ინგლისური და რუსლი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული კომპეტენციები:
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ინფორმაციის დროული დამუშავებისა და პროცესების კონტროლის უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://msf.selfrecruit.ge/s/iYW11
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები
