დღეს - 09 დეკ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები
დაზგის ოპერირება - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ელევატორის დამხმარე ოპერატორის პოზიციაზე.
„ნუტრიმაქსი“ ფერმერული და კომპანიონი ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მუდმივად ზრუნავს წარმოების განვითარებასა და გუნდის გაძლიერებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ელევატორის ოპერატორების დახმარება ყოველდღიური სამუშაო პროცესების განხორციელებაში;
- ნედლეულის მიღების, გადატვირთვისა და გადაადგილების პროცესში მონაწილეობა;
- ელევატორის დანადგარებისა და მოწყობილობების მუშაობის პროცესის მონიტორინგში დახმარება;
- სამუშაო სივრცისა და დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა;
- ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
- შრომის უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია საწარმოო გარემოში მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკური საკითხების მიმართ ინტერესი და სწავლის სურვილი;
- ფიზიკური სამუშაოს შესრულების მზაობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
- გუნდური მუშაობის უნარი და დისციპლინირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას;
- გამოცდილ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული ზრდის პერსპექტივას.
სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, ლ.ღოღობერიძის 67ბ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი 09:00-16:00
ანაზღაურება: 1500 ლარი
კომპანია უზრუნველყოფს: კვებას, ტრანსპორტირებას (ისნის მეტროს ტერიტორიიდან), ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე - https://nutrimax.selfrecruit.ge/s/PiqoN
გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
წარმოება/ოპერაციები
დაზგის ოპერირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
