დღეს - 09 დეკ
სტანდარტი
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საბითუმო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა საბითუმო
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა, საშუალო განათლება
  • ენები: ინგლისური,რუსული
შპს "ERC Distribution Georgia" საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2019 წლიდან და არის საერთაშორისო სადისტრიბუციო ჰოლდინგის, ERC -ს წევრი. მისი საქმიანობის სფეროა კომპიუტერული ტექნიკით და აქსესუარებით, საოჯახო ტექნიკით, საოფისე და საოჯახო საქონლით საბითუმო ვაჭრობა.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://erc-distribution.ge/

შპს "ERC Distribution Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:
  • არსებული კლიენტების ბაზასთან აქტიური მუშაობა და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნება;
  • ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა — კომპანიების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მიმართულებით;
  • კომპანიის პროდუქციის შეთავაზება, კომერციული პირობების შეთანხმება და გაყიდვების განხორციელება;
  • კლიენტების საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული შეთავაზებების მომზადება;
  • გაყიდვების გეგმებისა და დასახული მიზნების შესრულება;
  • შეკვეთების მიღება, დამუშავება და მათი შესრულების პროცესის კონტროლი;
  • ბაზრისა და კონკურენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
  • გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება IT და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით;
  • ახალი კლიენტების მოძიებისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარების უნარი;
  • კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის კარგი უნარები;
  • მიზანდასახულობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტიანად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; გაყიდვების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და საკომუნიკაციო დონეზე);
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე).


ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას (მინიმუმ 1500 ლარი-ცოდნის და გამოცდილების მიხედვით) და გაყიდვების შედეგებზე მიბმულ ბონუსს;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • მრავალფეროვან პროდუქციასთან და ბიზნესპარტნიორებთან მუშაობას;
  • თანამშრომლობაზე და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

გრაფიკი: 09.00-18.00 ერთი საათი შესვენებით;
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები.
მის. ქ.თბილისი. გ.კვიჭიძის ქ.#13ა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე hr.sakartvelo@erc.international და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -“გაყიდვების მენეჯერი”.

გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები