დღეს - 09 დეკ
სტარტი
ბარის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება ბარის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, რესტორანი/კაფე/ბარი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სასტუმრო / რესტორანი / კვება ბარის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, რესტორანი/კაფე/ბარი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განათლების დონე(ები): სხვა, პროფესიული კოლეჯი, ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური,რუსული
Shuffle Boar ეძებს ბარის მენეჯერს

Shuffle Boar პირველი შაფლბორდის ბარია რეგიონში. ის მდებარეობს თბილისში, ცეხის ტერიტორიაზე, თამარ მეფის 18-ში და აერთიანებს თამაშებს, კოქტეილებსა და საჭმელს. ბრენდი ასევე აწარმოებს შაფლბორდის მაგიდებს და გეგმავს გაფართოებას რეგიონის მასშტაბით; ამ გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი ბარის გამართულ მუშაობასა და მის მენეჯერზეა დამოკიდებული.

ვის ეძებს კომპანია
კომპანია ეძებს მენეჯერს, რომელიც სრულად ჩაიბარებს ბარის ყოველდღიურ მართვას, სამზარეულოსა და სათამაშო სივრცის ჩათვლით, და იზრუნებს ბიზნესის ზრდაზე.

მენეჯერი ანგარიშვალდებულია მფლობელებთან. დამოუკიდებლად მისაღები და შესათანხმებელი გადაწყვეტილებების ფარგლები წინასწარ განისაზღვრება.

მოთხოვნები:
  • მინიმუმ 3 წლის გამოცდილება ჰორეკა სექტორში მენეჯერის პოზიციაზე.
  • გუნდის შერჩევის, სწავლებისა და მართვის გამოცდილება.
  • შესყიდვებისა და მარაგების მართვის გამოცდილება.
  • თვითღირებულებისა და საოპერაციო ხარჯების კონტროლის ცოდნა.
  • ანგარიშების მომზადებისა და ანალიზის უნარი.
  • საოფისე პროგრამებისა და ელექტრონული ცხრილების სამუშაო დონეზე ცოდნა.
  • დავალებების დაგეგმვისა და შესრულების კონტროლის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა აუცილებელია.
  • რუსული ენის ცოდნა სასურველია.

მოვალეობები
  • ბარის ყოველდღიური ოპერაციების მართვა, სამზარეულოსა და სათამაშო სივრცის ჩათვლით.
  • საოპერაციო სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვა და შესრულების კონტროლი.
  • შეთანხმებული სახელფასო ბიუჯეტის ფარგლებში გუნდის სტრუქტურის, საჭირო პოზიციებისა და ანაზღაურების განაწილების შეთავაზება.
  • პერსონალის აყვანა, სწავლება, სამუშაოს ორგანიზება და შესრულების შეფასება, სამზარეულოს გუნდის ჩათვლით.
  • მომსახურებისა და სტუმრების სათამაშო გამოცდილების გაუმჯობესება.
  • საჭმლისა და სასმელების ხარისხის კონტროლი შესაბამის გუნდებთან ერთად.
  • შესყიდვების დაგეგმვა და მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა.
  • მარაგების კონტროლი და ყოველ ორ კვირაში აღწერის დაგეგმვა და ზედამხედველობა.
  • თვითღირებულების, საოპერაციო ხარჯებისა და დანაკარგების კონტროლი და ოპტიმიზაცია.
  • საოპერაციო ბიუჯეტის დაგეგმვა მფლობელებთან ერთად და მისი შესრულების კონტროლი.
  • საჭმლისა და სასმელების მენიუს გეგმიური განახლების ხელმძღვანელობა.
  • მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან საერთო სამოქმედო გეგმის შედგენა და განხორციელება.
  • მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან ღონისძიებების, მათ შორის კორპორატიული ღონისძიებების, ოპერაციული კოორდინაცია.
  • პოტენციურ სპონსორებთან ურთიერთობაში მონაწილეობა მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან ერთად.
  • ბიზნესის შემოსავლებისა და მომგებიანობის ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა და შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება.
  • გაყიდვების, ხარჯებისა და საოპერაციო შედეგების ანგარიშგება: გეგმასთან შედარება, გადახრების მიზეზების ანალიზი და გამოსასწორებელი ნაბიჯების განსაზღვრა.
  • ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.
  • სივრცის, ტექნიკისა და სათამაშო ინვენტარის გამართულობისა და გეგმიური მოვლის ზედამხედველობა.

რას სთავაზობს კომპანია
  • კონკურენტულ ყოველთვიურ ხელფასს: 4 000–6 000 ლარი ხელზე. საბოლოო თანხა დამოკიდებულია შეთანხმებულ პასუხისმგებლობებზე, მათ შორის შესყიდვებისა და ხარჯების კონტროლის ფუნქციების შესრულების/ზედამხედველობის მოცულობაზე.
  • მრავალმხრივ საბონუსე სისტემას, შეთანხმებული შედეგების მიხედვით.
  • გამართულ ბრენდს და მარკეტინგისა და გაყიდვების გამოცდილ გუნდს.
  • შესაძლებლობას, მენეჯერმა შეთანხმებული ბიუჯეტის ფარგლებში თავად დაგეგმოს გუნდის სტრუქტურა და სამუშაოს განაწილება.
  • ბრენდის რეგიონულ განვითარებაში მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის ზრდის შესაძლებლობას.
  • თანამშრომლის ბენეფიტების პაკეტს.

ადგილმდებარეობა: ცეხი, თამარ მეფის გამზირი 18, თბილისი
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: lika@scifi.ge და subject-ში მიუთითონ „ბარის მენეჯერი“.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
ბარის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები