დღეს - 11 დეკ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია
ვიდეოგრაფია, ვიდეო მონტაჟი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ხელოვნება / მედია
ვიდეოგრაფია, ვიდეო მონტაჟი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
ბორბალო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ვიდეოგრაფი / ვიდეო ედიტორი
Borbalo ინოვაციური და დინამიკური საავტომობილო და მობილობის პლატფორმაა. ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მოსახერხებელ და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვისებს მძღოლებისთვის. თუ გიყვარს ვიზუალური თხრობა, გაქვს შემოქმედებითი ხედვა და გსურს, შენი კონტენტი ათასობით ადამიანმა ნახოს, ეს პოზიცია შენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები
ძირითადი მოვალეობები
- ვიდეოგადაღებების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება როგორც ლოკაციებზე, ღია სივრცეში, ისე ოფისში;
- ნედლი ვიდეომასალის მონტაჟი, ფერების კორექცია და აუდიომასალის დამუშავება;
- მოკლე, დინამიკური და მაღალი ჩართულობის მქონე ვიდეოების შექმნა სოციალური მედიის პლატფორმებისთვის (TikTok, Instagram Reels, YouTube Shorts, Facebook);
- სარეკლამო და საგანმანათლებლო ვიდეოკონტენტის მომზადება მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობით;
- სოციალური მედიის ვიდეოტრენდების მუდმივი მონიტორინგი და კრეატიული იდეების აქტიური შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ვიდეოგრაფად ან ვიდეო ედიტორად მუშაობის მინიმუმ 2–3 წლიანი გამოცდილება;
- პროფესიონალური ვიდეომონტაჟის პროგრამების ცოდნა (Adobe Premiere Pro, DaVinci Resolve, Final Cut Pro ან CapCut);
- Motion Graphics-ისა და Adobe After Effects-ის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- შესრულებული სამუშაოების პორტფოლიო (პორტფოლიოს ბმულის მითითება სავალდებულოა);
- ვიდეოტექნიკასთან, განათების მოწყობასა და აუდიოჩაწერის ხელსაწყოებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- მოკლე ფორმატის ვიდეოების (Reels / TikTok / Shorts) ტრენდებისა და სპეციფიკის კარგი ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
რას გთავაზობთ?
- საინტერესო, დინამიკურ და პროფესიული ზრდისთვის ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და მაღალპროფესიონალურ გუნდს;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.
როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი?
თუ ფიქრობ, რომ ამ პოზიციისთვის შესაფერისი კანდიდატი ხარ, გამოგვიგზავნე შენი CV და პორტფოლიოს ან შესრულებული ნამუშევრების ბმული ელფოსტაზე: hr@borbalo.ge Subject-ში მიუთეთ ვაკანსიის სახელწოდება.
თუ ფიქრობ, რომ ამ პოზიციისთვის შესაფერისი კანდიდატი ხარ, გამოგვიგზავნე შენი CV და პორტფოლიოს ან შესრულებული ნამუშევრების ბმული ელფოსტაზე: hr@borbalo.ge Subject-ში მიუთეთ ვაკანსიის სახელწოდება.
ხელოვნება / მედია
ვიდეოგრაფია,
ვიდეო მონტაჟი
ნახვები
უნიკალური ნახვები
