შემდეგი
დღეს - 11 დეკ
სტანდარტი
ინფორმაციული სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT მხარდაჭერა - ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები
ნავთობი და ენერგეტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული განათლება/უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
დამატებითი მოთხოვნები:
- მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება საინფორმაციო ან/და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განხრით.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპიუტერული ტექნიკის არქიტექტურა — თანამედროვე და გასული თაობების კომპიუტერული სისტემების არქიტექტურის, აპარატურული კომპონენტების, მათი ტექნიკური მახასიათებლების, მუშაობის პრინციპებისა და ურთიერთთავსებადობის სიღრმისეული ცოდნა; კომპიუტერული ტექნიკის შეფასება, დიაგნოსტიკა, კონფიგურირება და მოდერნიზაცია.
- კომპიუტერული ტექნიკის აუდიტი — კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის, კონფიგურაციის, წარმადობისა და ექსპლუატაციის ვადების შემოწმება, ანალიზი და ანგარიშგება.
- ინფორმაციულ სისტემებსა და ERP პლატფორმებთან მუშაობა — ცენტრალიზებული მართვის, მონიტორინგის, ITSM და ERP სისტემებთან მუშაობა, მონაცემების დამუშავება და ანგარიშგება.
- ტექნიკური მხარდაჭერა — კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფისა და პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, კონფიგურირება, განახლება და დიაგნოსტიკა.
- IT აქტივების ცენტრალიზებული აღრიცხვა — კომპიუტერული ტექნიკისა და IT აქტივების აღრიცხვის სისტემებში მონაცემების წარმოება, განახლება, კონტროლი და შეუსაბამობების გამოვლენა.
- ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება — IT აუდიტის შედეგების, ტექნიკური ანგარიშების, რეესტრების, ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების მომზადება და განახლება.
- პრეზენტაციებისა და ანალიტიკური მასალების მომზადება — ტექნიკურ საკითხებზე პროფესიული პრეზენტაციების, შედარებითი ანალიზისა და საინფორმაციო მასალების შემუშავება.
- მენტორობა და ცოდნის გაზიარება — თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და შიდა სწავლებაში მონაწილეობა.
- ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავება — კომპიუტერული ტექნიკის შერჩევისთვის ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა, მოწყობილობების შეფასება და რეკომენდაციების მომზადება
კომპიუტერული უნარ-ჩვევები:
- თანამედროვე და გასული თაობების კომპიუტერული სისტემების არქიტექტურისა და აპარატურული კომპონენტების სიღრმისეული ცოდნა;
- Windows და Linux ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურირება და დიაგნოსტიკა;
- კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური გამართვა, დიაგნოსტიკა და მოდერნიზაცია;
- ქსელური ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- კომპიუტერული ტექნიკის ტექნიკური აუდიტი და IT აქტივების ცენტრალიზებული აღრიცხვა;
- Active Directory, Microsoft 365, ManageEngine, ITSM და ERP სისტემებთან მუშაობა; ტექნიკური მონაცემების დამუშავება, ანალიზი და ანგარიშგება; Microsoft Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე გამოყენება, ტექნიკური დოკუმენტაციის, ანგარიშებისა და პროფესიული პრეზენტაციების მომზადება;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების ცოდნა; ტექნიკური ცოდნის გაზიარებისა და თანამშრომელთა მენტორობის უნარი.
უცხო ენები: ტექნიკური ინგლისურის ცოდნა
უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
- მეგობრულ გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
ანაზღაურება კონკურენტული
დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://my.te.ge/
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 12 დეკემბერი;
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს „თბილისი ენერჯისთვის“ გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება(შენახვა) განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით ან / და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.
შპს „თბილისი ენერჯი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT მხარდაჭერა
ნახვები
უნიკალური ნახვები