შემდეგი
დღეს - 12 დეკ
სტანდარტი
გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
Vicky Christina Jewellery
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: ngconsultservice@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
საცალო გაყიდვები, გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 - 1200(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
საცალო გაყიდვები, გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
Vicky Christina Jewellery აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის დროებით პოზიციაზე (ნოემბერი-იანვარი).
კომპანია ეძებს გაყიდვების კონსულტანტებს, რომლებიც იმუშავებენ სხვა კონსულტანტებთან ცვლაში შეთანხმებისამებრ. გრაფიკის მოქნილობა მორგებულია სტუდენტებზეც.
სამუშაო ადგილი:
- სითი მოლი გლდანი (დასაქმების პერიოდი: ნოემბერი-იანვარი).
- თბილისი მოლი (დიღომი) (დასაქმების პერიოდი: დეკემბერი)
სამუშაო მოვალეობების აღწერა:
- მომხმარებლისთვის პროდუქციის დემონსტრაცია და სრული ინფორმაციის მიწოდება
- პროდუქციის გაყიდვა, შეფუთვა, მომხმარებელთან ანგარიშსწორება
- პროდუქციის განთავსება, წესრიგის შენარჩუნება
- პროგრამაში რეალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეტანა, სალაროს ოპერაციების წარმოება და კონტროლი
- პროდუქციის მარაგების კონტროლი
- სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნება
- ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობების შესრულება კომპანიის მიერ წინასწარ განსაზღვრული წესის/სტანდარტის მიხედვით
- საჭიროებისამებრ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
- სადღესასწაულო და სააქციო პერიოდებში ზეგანაკვეთური (ანაზღაურებადი) დროით მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უპირატესობად ჩაითვლება მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
- გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
- დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- კომპიუტერული უნარები
- კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, გუნდურობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომის ხარისხზე და შედეგზე ორიენტაცია
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილს წარმოადგენს სტენდი სავაჭრო მოლში. სტენდის სამუშაო საათებია ყოველ დღე, დილის 10:00-დან საღამოს 22:00მდე.
- ცვლების განაწილება ხდება კონსულტანტებს შორის. ასევე შესაძლებელია კვირაში მხოლოდ ორი ან სამი დღე მუშაობაც (შეთანხმებისამებრ).
- ყოველთვიური ფიქსირებული ხელზე ასაღები ანაზღაურებაა 1000-1200 ლარის ოდენობით გამოცდილებიდან გამომდინარე, ასევე ცვლადი დამატებითი ანაზღაურება (ბონუსი), რომელიც დაითვლება გაყიდვების მოცულობიდან. საშუალოდ ხელფასი და ბონუსი ჯამში 1300-1700 ლარის გამომუშავების პერსპექტივით.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: ngconsultservice@gmail.com
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გაყიდვები
საცალო გაყიდვები,
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები