დღეს - 12 დეკ
სტანდარტი
ხარისხისა და შესაბამისობის მართვის მენეჯერი
თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
შესაბამისობის მენეჯმენტი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ხარისხის კონტროლი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
შესაბამისობის მენეჯმენტი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვახარისხის კონტროლი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხისა და შესაბამისობის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.
ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ
ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ხარისხის მართვის სისტემას, კოორდინაციას გაუწევს პროდუქციის სერტიფიცირებას და გააკონტროლებს საწარმოო და სამონტაჟო პროცესების შესაბამისობას მოქმედ პროცედურებთან, ტექნიკურ მოთხოვნებსა და ხარისხის სტანდარტებთან.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უპირატესობად ჩაითვლება:
პიროვნული უნარები:
თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/fsEkh
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ISO 9001-ის მოთხოვნებზე დაფუძნებული ხარისხის მართვის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, განვითარება და ეფექტიანობის მონიტორინგი;
- მოქმედი პოლიტიკის, პროცედურების, სამუშაო ინსტრუქციებისა და ფორმების შესრულების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში მათი განახლება და დოკუმენტბრუნვის მართვა;
- საწარმოო და სამონტაჟო პროცედურების დაცვის კონტროლი და შესაბამის დეპარტამენტებთან გაუმჯობესების ღონისძიებების კოორდინაცია;
- დეპარტამენტებთან ერთად ხარისხის მიზნებისა და შესრულების მაჩვენებლების განსაზღვრა და მონიტორინგი;
- შიდა აუდიტების დაგეგმვა და ჩატარება, შედეგების შეფასება და შეთანხმებული ღონისძიებების შესრულების კონტროლი;
- სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლის შედეგების პროგრამაში ასახვა, შესაბამისი რეპორტების მომზადება, გამოვლენილი შეუსაბამობების რეგისტრაცია და მაკორექტირებელი ქმედებების შესრულების მონიტორინგი;
- წარმოებასა და კომპანიის სხვა პროცესებში გამოვლენილი შეუსაბამობების მართვის კოორდინაცია, მიზეზების ანალიზისა და მაკორექტირებელი ქმედებების ეფექტიანობის შეფასება;
- ობიექტების პროგრესისა და ხარისხის კონტროლის რეპორტების განხილვა, დაფიქსირებული ინფორმაციის რეალურ მდგომარეობასთან შესაბამისობის მონიტორინგი და გამოვლენილ საკითხებზე რეაგირების კოორდინაცია;
- სერტიფიცირებული პროდუქტების მასალების მომწოდებლების შეფასებაში მონაწილეობა და მოწოდებულ მასალებთან დაკავშირებული შეუსაბამობების მართვის კოორდინაცია;
- პროდუქციის სერტიფიცირების, CE მარკირებისა და სერტიფიკატების მოქმედების შენარჩუნებისთვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება;
- ცეცხლმედეგი კარებისა და ცეცხლმაქრების შესაბამისობის შეფასებისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და განახლების კოორდინაცია;
- ქარხნული წარმოების კონტროლის სისტემის (FPC), მასალებისა და მზა პროდუქციის მიკვლევადობისა და შესაბამისი ჩანაწერების კონტროლი;
- გამოცდების, ინსპექტირებისა და გარე აუდიტების დაგეგმვა, შესაბამის დეპარტამენტებთან მომზადების კოორდინაცია და შედეგებზე რეაგირება;
- სერტიფიცირების ორგანოებთან, ლაბორატორიებთან და ინსპექტორებთან კომუნიკაცია;
- კომპანიის საქმიანობასთან, პროდუქციასა და სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების მოთხოვნების შესწავლა და შესაბამის პროცესებში ასახვის კოორდინაცია;
- თანამშრომლებისთვის მოქმედი პროცედურებისა და ხარისხის მოთხოვნების გაცნობა;
- ხელმძღვანელობისთვის ხარისხის სისტემის შედეგების, შეუსაბამობების, რისკებისა და გაუმჯობესების საჭიროებების შესახებ ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ხარისხის მართვის, შესაბამისობის ან სერტიფიცირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- ISO 9001-ის მოთხოვნების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
- შიდა აუდიტების, შეუსაბამობებისა და მაკორექტირებელი ქმედებების მართვის გამოცდილება;
- პროცედურებთან, სამუშაო ინსტრუქციებსა და ხარისხის ჩანაწერებთან მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკური და ნორმატიული დოკუმენტაციის გაანალიზებისა და სამუშაო პროცესებში გამოყენების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე, ტექნიკური დოკუმენტაციისა და საქმიანი მიმოწერისთვის;
- საოფისე პროგრამებისა და სამუშაო პროცესების მართვის ციფრული ინსტრუმენტების ცოდნა.
უპირატესობად ჩაითვლება:
- საწარმოო ან სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლისა და რეპორტირების გამოცდილება;
- CE მარკირებისა და პროდუქციის შესაბამისობის შეფასების პროცესებში მონაწილეობა;
- EN 16034, EN 14351-1, EN 3-ის სერიის სტანდარტებისა და PED 2014/68/EU-ის მოთხოვნებთან მუშაობის გამოცდილება;
- ქარხნული წარმოების კონტროლისა და პროდუქციის მიკვლევადობის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- შედუღების ხარისხის უზრუნველყოფისა და საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის ცოდნა;
- ISO 9001-ის შიდა ან წამყვანი აუდიტორის სერტიფიკატი;
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ყურადღება;
- ორგანიზებულობა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების დასაბუთების უნარი;
- სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტიანი კომუნიკაცია;
- შეთანხმებული ქმედებების შესრულებისა და ვადების კონტროლის უნარი.
თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/fsEkh
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ბუღალტერია / ფინანსები
შესაბამისობის მენეჯმენტი
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი
ნახვები
უნიკალური ნახვები
