დღეს - 13 დეკ
სტანდარტი
პაციენტთა კვების უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი
თბილისი, დიდუბე, თევდორე მღვდლის ქ.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
სამზარეულოს ოპერაციების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
თოდუას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას პაციენტთა კვების უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
კლინიკის ახალი სამზარეულოსთვის ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლიან პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს სამსახურის საქმიანობას და უზრუნველყოფს პაციენტების ხარისხიან, უსაფრთხო და შესაბამისი სტანდარტებით ორგანიზებულ კვებას.
ძირითადი მოვალეობები:
კლინიკის ახალი სამზარეულოსთვის ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლიან პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს სამსახურის საქმიანობას და უზრუნველყოფს პაციენტების ხარისხიან, უსაფრთხო და შესაბამისი სტანდარტებით ორგანიზებულ კვებას.
ძირითადი მოვალეობები:
- სამსახურის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
- პაციენტთა დიეტური მოთხოვნების შესაბამისი მენიუს შემუშავების კოორდინაცია დიეტოლოგთან თანამშრომლობით;
- საკვების მომზადებისა და მიწოდების პროცესის ორგანიზება და ხარისხის კონტროლი;
- სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის სტანდარტების (HACCP) დაცვის უზრუნველყოფა;
- პერსონალის მართვა, სამუშაო პროცესების ორგანიზება და ზედამხედველობა;
- პროდუქტების შესყიდვების დაგეგმვა, მარაგებისა და ხარჯების კონტროლი;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებისა და დადგენილი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.
- მასობრივი ან საზოგადოებრივი კვების ორგანიზებისა და მართვის გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო დაწესებულებაში, სასტუმროს ან კეიტერინგის სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
- სურსათის უვნებლობის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და HACCP-ის პრინციპების ცოდნა;
- პერსონალისა და სამუშაო პროცესების მართვის გამოცდილება;
- სასურველია დიეტური და სამკურნალო კვების ძირითადი პრინციპების ცოდნა.
- ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
- სამუშაო ადგილი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13.
- სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00-17:00 სთ.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ
ბმულს: https://hel-ai.com/apply/gxg3Jjuc
ბმულს: https://hel-ai.com/apply/gxg3Jjuc
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სამზარეულოს ოპერაციების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
