დღეს - 30 ნოე
სტანდარტი
მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები პირადი ჰიგიენის პროდუქცია - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • განათლების დონე(ები): არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
კომპანია "სან დარი" სადეზინფექციო, სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების საწარმო ეძებს კადრს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე!

ვეძებთ აქტიურ და შედეგებზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელიც წარმართავს ბრენდის სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების მარკეტინგულ კამპანიებს. პოზიციის მიზანი:

კომპანიის ბრენდის ცნობადობის გაზრდა, ეფექტური მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა/მართვა და ხარისხიანი ლიდების უწყვეტი ნაკადის უზრუნველყოფა გაყიდვების გუნდისთვის.

ძირითადი ფუნქციები:
  • მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება: კომპანიის ბიზნეს მიზნებიდან გამომდინარე მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიების შექმნა და მათი აღსრულების მონიტორინგი;
  • ბრენდის განვითარება. ცნობადობის გაზრდა (როგორც ციფრული, ასევე ტრადიციული) დაგეგმვა, გაშვება და შედეგების შეფასება;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის ოპტიმალური განაწილება, კონტროლი და ROI-ს მაქსიმიზაცია;
  • მარკეტინგის გუნდის მართვა, მოტივირება და მუშაობის კოორდინაცია;
  • ციფრული რეკლამების (Google Ads, Meta Ads და ა.შ.) სტრატეგიული ზედამხედველობა ლიდების გენერაციისა და გაყიდვების ზრდისთვის;
  • კონტენტ-სტრატეგიის გაწერა, სოციალური მედიის, ვებგვერდისა და სხვა ციფრული არხების კონტენტ-გეგმის გამართვა, ქოფის და ბრიფის მომზადება და აღსრულების მონიტორინგი;
  • ანალიტიკა და რეპორტინგი: მარკეტინგული კამპანიების მუდმივი მონიტორინგი, ძირითადი მეტრიკების ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა.

უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ:
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სტრესული სიტუაციის მართვის უნარი.
  • სამუშაო პირობებო სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@tita.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: მარკეტინგის მენეჯერი. აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.

შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემები შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც. გისურვებთ წარმატებას!
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები