შემდეგი
დღეს - 15 დეკ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
მომსახურების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ეძებს პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს დისტანციური ღამის ოპერატორის პოზიციაზე.
რას მოიცავს პოზიცია?
- შემომავალი სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების დამუშავება;
- მომხმარებლებისგან შეკვეთების მიღება და შესაბამის სისტემაში დაფიქსირება;
- შეკვეთების კოორდინაცია და პროცესის შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
- მძღოლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება;
- მძღოლების მხრიდან წარმოქმნილ შესაძლო ტექნიკურ ან სხვა ტიპის პრობლემებზე დროული რეაგირება;
ვის ვეძებთ?
- აუცილებელია კანდიდატი ცხოვრობდეს თბილისში ან თბილისთან ახლოს;
- მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;
- ქართულ ენაზე მკაფიო და გამართული კომუნიკაციის უნარი;
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და სამუშაოსადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ღამის ცვლაში მუშაობის გამოცდილება/მზადყოფნა.
ტრენინგი
სამუშაოს დაწყებამდე თანამშრომელს ჩაუტარდება საჭირო ტრენინგები ადგილზე, რომლის ფარგლებშიც გაეცნობა სამუშაო სპეციფიკას, გამოყენებულ სისტემებსა და სამუშაო პროცესის ძირითად პრინციპებს. შემდგომში სამუშაო შესრულდება დისტანციურ რეჟიმში.
სამუშაო პირობები
გრაფიკი: ყოველ მეორე ღამეს
სამუშაო ცვლა შესაძლოა იყოს:
19:00–09:00 ან 17:00–07:00
ანაზღაურება: 800 ლარი.
ჩვენთან მუშაობისას მიიღებთ:
- სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
- დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
- გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას;
- ახალი უნარებისა და პროფესიული გამოცდილების განვითარების პერსპექტივას;
- დინამიკურ სამუშაო პროცესს, სადაც ყოველდღიურად განსხვავებული სიტუაციების მართვა მოგიწევთ.
თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვის საინტერესოა და აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე აპლიკაციის ფორმის საშუალებით:
გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი
ნახვები
უნიკალური ნახვები