განცხადების სრული ტექსტი

სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე თბილისში - საღამოს ცვლაში.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
  • გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;
  • ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში;
  • გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ:
  • წარმართავ ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირების პროცესს;
  • ჩაერთვები ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოებისა და მათი საბანკო პროგრამაში ასახვის პროცესში;
  • უზრუნველყოფ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებას;
  • ჩაერთვები საკასო ოპერაციების დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების პროცესში;
  • აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ;

მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია:
  • განათლება:სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება:სასურველია სალაროსთან/ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;

ცოდნა და უნარები:
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Outlook);
  • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა;
  • დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + წლიურ ბონუსს, შესრულების შესაბამისად;
  • განვითარების შესაძლებლობას, როგორც ფულისა და ფასეულობების მიმართულებით, ასევე - ბანკის მასშტაბით

თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/bek-opisis-molare-tbilisi-sagamos-cvla-tbilisi-VJApE9?source=Hr.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2026.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
საბანკო უნივერსალური საბანკო მომსახურება,ნაღდი ფულის მართვა და მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო:
ფინანსები საბანკო საქმიანობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სმენური გრაფიკი – ღამის ცვლა
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
საბანკო უნივერსალური საბანკო მომსახურება,ნაღდი ფულის მართვა და მენეჯმენტი
ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
ფინანსები საბანკო საქმიანობა
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები