დღეს - 16 დეკ
ვიპ
Unreal Engine დეველოპერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: sbeltadze@yahoo.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამირება/დეველოპმენტი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
აზარტული თამაშები და კაზინოები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამირება/დეველოპმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
აზარტული თამაშები და კაზინოები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განათლების დონე(ები): ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური,რუსული
ახალი სათამაშო სტუდია ფერსტ ემბერ სტუდიო ეძებს გამოცდილ Unreal Engine დეველოპერს. ნულიდან ვქმნით კოოპერაციულ თამაშებს და გვსურს ისეთი მექანიკების შემუშავება, რომლებიც მოთამაშეებისთვის შთამბეჭდავი იქნება.
რას გააკეთებთ
რას ველით თქვენგან
უპირატესობად ჩაითვლება
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV: sbeltadze@yahoo.com
რას გააკეთებთ
- შეიმუშავებთ თამაშის არქიტექტურას და შექმნით ძირითად სისტემებს C++-ისა და Blueprints-ის გამოყენებით.
- განავითარებთ 1–4 მოთამაშეზე გათვლილ კოოპერაციულ რეჟიმს. გამართავთ სესიასთან დაკავშირებას, რეპლიკაციას, სინქრონიზაციასა და კავშირის გაწყვეტის შემდეგ სესიაში დაბრუნებას.
- შექმნით საბრძოლო და გადაადგილების მექანიკებს, თავდაცვით კოშკურებს (ტურელებს), ხაფანგებს, პერსონაჟის პროგრესიისა და თამაშის შენახვის სისტემებს.
- შექმნით მტრების დიდი ჯგუფების სიმულაციის სისტემას და იმუშავებთ თამაშის წარმადობისა და ქსელური ტრაფიკის ოპტიმიზაციაზე.
- შექმნით თამაშში ჩაშენებულ რუკების რედაქტორს.
- გეიმდიზაინერთან ერთად სწრაფად ააწყობთ და გამოცდით ახალი მექანიკების პროტოტიპებს.
- ჩაატარებთ კოდის რევიუს და იმუშავებთ რუტინული პროცესების ავტომატიზაციაზე.
რას ველით თქვენგან
- Unreal Engine-ის, C++-ისა და Blueprints-ის სიღრმისეულ ცოდნას.
- ქსელური თამაშების შექმნის პრაქტიკულ გამოცდილებას. ექშენ-თამაშებზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.
- კლიენტ-სერვერული არქიტექტურის, რეპლიკაციის, RPC-ისა და მოძრაობის პროგნოზირების პრინციპების ცოდნას.
- პროფაილინგის, ოპტიმიზაციისა და სინქრონიზაციის პრობლემების დიაგნოსტიკისა და გამოსწორების გამოცდილებას.
- თამაშის ტესტირების უნარს ქსელური დაყოვნების, პაკეტების დაკარგვისა და მაღალი დატვირთვის პირობებში.
- Git-თან ან Perforce-თან მუშაობის გამოცდილებას.
- თამაშებისადმი ინტერესს და დამოუკიდებლად, სწრაფი ტემპითა და ვადების დაცვით მუშაობის უნარს.
- AI ინსტრუმენტების აქტიურად გამოყენებას კოდის წერისთვის, გამართვისა და სამუშაო პროცესების ავტომატიზაციისთვის, ასევე მიღებული შედეგების გადამოწმებას.
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნას
უპირატესობად ჩაითვლება
- Mass Entity-სა და მასობრივი სიმულაციის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
- Gameplay Ability System-თან (GAS), Steam-თან ან მოთამაშეების მიერ შექმნილ რუკებთან მუშაობის გამოცდილება.
- გამოშვებულ თამაშებზე მუშაობის ან გუნდის ტექნიკური ხელმძღვანელობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV: sbeltadze@yahoo.com
ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამირება/დეველოპმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
