ვიპ 

განცხადების სრული ტექსტი
RE DLINER — შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და გარემოსდაცვითი მომსახურების მიმართულებით მოქმედი კომპანია — აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და პროაქტიულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიან მართვას და გუნდის მუშაობის კოორდინაციას.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
- დირექტორის სამუშაო კალენდრის, შეხვედრებისა და დავალებების კოორდინაცია;
- თანამშრომლების სამუშაო დავალებებისა და შესრულების ვადების მონიტორინგი;
- კლიენტებთან, პარტნიორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
- მომსახურების ხელშეკრულებების, ანგარიშების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
- გეგმიური ვიზიტების ორგანიზება და სპეციალისტების სამუშაო გრაფიკების კოორდინაცია;
- შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
- კომპანიის შიდა მონაცემთა ბაზებისა და CRM სისტემის განახლება;
- ყოველდღიური და ყოველკვირეული ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ადმინისტრაციულ ან საორგანიზაციო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- MS Office-ისა და Google Workspace-ის კარგად ცოდნა;
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- რამდენიმე სამუშაო პროცესის ერთდროულად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უნარი.
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმება: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2000 ლარი
რას გთავაზობთ?
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- უშუალო თანამშრომლობას კომპანიის ხელმძღვანელობასთან;
- მრავალფეროვან სამუშაო პროცესებსა და კარიერული ზრდის პერსპექტივას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია:
- ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების კოორდინირება,კოორდინირება,ადმინისტრირება,ოფისის მენეჯმენტი,კრიზისის მენეჯმენტი,საოპერაციო პროცესების მართვა,საოპერაციო მენეჯმენტი,სერვისის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო:
- კორპორატიული სერვისები
აუთსორსინგი/ოფშორინგი,აღმასრულებელი სამსახური,მენეჯმენტის კონსალტინგი - გამოცდილების დონე / რგოლი:
- უფროსი რგოლი
- განაკვეთი:
- სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა:
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა:
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
- ფიქსირებული 2000
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
- ჯანმრთელობის დაზღვევა,ყავა / ხილი / სნექები,დამატებითი ბენეფიტები მშობლებისთვის,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში,ბონუსები და წახალისება,ტექნიკური აღჭურვილობის დაფინანსება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
- კორპორატიული სერვისები
აუთსორსინგი/ოფშორინგი,დაწესებულებების მომსახურება,აღმასრულებელი სამსახური,მენეჯმენტის კონსალტინგი - გამოცდილების დონე / რგოლი:
- უფროსი რგოლი
- განათლების დონე(ები):
- ბაკალავრი
- ენები:
- ინგლისური